გამარჯობა, მე ვარ კასაგრენი.
თქვენსავით, საკმაოდ დიდი ხანია, რაც ვუყურებ ფეხბურთს.
ამ პოსტში მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება.
ჩემსავით, ალბათ, თქვენც არაერთხელ დაგიდიათ ფსონი გასართობად.
ჩემსავით, ალბათ, თქვენც გიფიქრიათ, რომ ფეხბურთი იმდენად კარგად გესმით, რომ შეგიძლიათ ფსონის დადების გზით გააუმჯობესოთ პირადი ფინანსური კეთილდღეობა.
ჩემსავით, ალბათ, თქვენც საბოლოო ჯამში წაგებული დარჩით და დარწმუნდით, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდოდა.
ჩემს მიერ განთავსებული ბოლო ფსონის შემდეგ იყო გასული რამდენიმე წელი, როდესაც კანადაში მოგზაურობისას შევხვდი ერთ ძალიან საინტერესო ადამიანს.
პირობითად, მას დავარქვათ სტეფი.
აღმოჩნდა რა, რომ სტეფი არის ლიცენზირებული ბროკერი და წლების მანძილზე ვაჭრობს საფონდო ბირჟაზე. ცხადია, რომ ის არის საკმაოდ წარმატებული თრეიდერი.
ფინანსები ჩემთვის უცხო ხილი არაა და თრეიდინგიც ყოველთვის მიზიდავდა. ამიტომ დამაინტერესა მისმა საქმიანობამ და ასე გავიცანი უფრო ახლოს.
საუბარში გაირკვა, რომ ბროკერობასთან ერთად სტეფი დაკავებული საფეხბურთო მატჩებზე ფსონების განთავსებით და არის საკმაოდ წარმატებულიც.
როგორც კი დაიწყო საუბარი მაგ თემაზე - მაშინვე ვიფიქრე, რომ ახალი დაწყებული აქვს და მალევე მიხვდება, რაც არის.
თუმცა მაგის თქმას ვამჯობინე უბრალოდ მეკითხა რამდენი ხანი არის გასული მას შემდეგ, რაც დაიწყო ფსონების განთავსება.
პასუხად მივიღე "არაერთი წელი". ვიფიქრე, რომ არამგონია სტეფისნაირი ადამიანი აკეთებდეს ისეთ რამეს, რაც არაერთი წლის მანძილზე იქნებოდა წამგებიანი.
რა თქმა უნდა, ვკითხე თუ რა იყო მისი წარმატების ფორმულა.
სტეფს ბევრი არ უსაუბრია. მხოლოდ მითხრა, რომ უმეტესობა აგებს იმიტომ, რომ ისინი ფსონს დებენ მხოლოდ იმისათვის, რომ გაერთონ;
მაშინ, როცა ის ფსონების განთავსებას უყურებს არა როგორც გემბლინგს, არამედ როგორც თრეიდინგს.
მორიდებით, თუმცა მაინც ჩავეძიე დეტალებში.
მითხრა, რომ ის არასდროს ყოფილა გატაცებული სპორტით და მისთვის ეს არის ერთ-ერთი სტაბილური შემოსავლის წყარო.
სტეფი თქმით ის ფსონის განთავსებას უყურებს როგორც "პოზიციის გახსნას", ხოლო გამოტანილ კოეფიციენტებს "ფასს".
საბაზისო პრინციპი არის იგივე, რაც თრედინგში - სწორ დროს გახსნა სწორი პოზიცია.
რაღა თქმა უნდა ვკითხე, თუ როგორ ახდენს სწორი დროის და პოზიციის იდენტიფიცირებას.
მან მითხრა, რომ ის იყენებს იგივე ტექნიკას, რასაც თრეიდინგში - საბაზისო პრინციპი არის საერთო.
რა თქმა უნდა, ეს პასუხი ჩემთვის ბევრი არაფრის მთქმელი იყო და ვთხოვე დაზუსტება, თუმცა აქ უკვე გამაჩერა.
მითხრა ერთი, რომ ეს არის სისტემა, რომელიც ფართო მასებისთვის დღემდე არასდროს ყოფილა ცნობილი და ასე დარჩება სულ, წინააღმდეგ შემთხვევაში ინდუსტრია უბრალოდ არ იარსებებს.
ცხადზე უცხადესია, რომ ამ კაცს ხელიდან არ გავუშვებდი.
ხანგძლივი საუბრის შემდეგ გამოიკვეთა საერთო ზოგადი ღირებულებები და დავითანხმე, რომ უბრალოდ გაეზიარებინა ის პოზიციები, რომლებსაც გახსნიდა.
მისგან პოზიციებს ვიღებ დეკემბრის თვიდან და ამიტომ, მინდა, რომ ეს პოზიციები გაგიზიაროთ თქვენც.
აქვე გეტყვით, რომ არ ვიცი რის მიხედვით ადგენს, თუ რომელ პოზიციაზე უნდა განთავსდეს ფსონი.
ვიცი მხოლოდ ის, რომ დღეში ერთხელ მწერს სავარაუდო მატჩების სიას და უკვე შემდეგ მატჩის დაწყებამდე არაუმეტეს 60 წუთით ადრე მიგზავნის კონკრეტულ პოზიციას.
თითოეული პოზიციის გახსნის ფასი მერყეობს 20%-დან 50%-მდე; საუბარია 1.20-1.50 კოეფიციენტზე.
ამ სისტემის გამოყენებისას, სასურველია, რომ თქვენი ბანკი შეადგენდეს სულ მცირე 500 ლარს.
თუ თქვენ არ ხართ მზად, რომ ასეთი თანხა გაიღოთ რისკისთვის - ეს თემა არ არის თქვენთვის!
სტეფი მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ყოველდღიურად გაგიზიარებთ ამ თემაში.
გეტყვით რომელი მატჩის რა პოზიციაზე უნდა შეხვიდეთ და ბანკის რა ნაწილი გამოყოთ თითოეულ ასეთ პოზიციაზე.
გთხოვთ, თავი შეიკავოთ უხერხული კითხვებისგან.
ეს არის დღევანდელი ე.წ. პოტენციური მატჩების სია:

მადლობა.