TimeRider 
ვარძია...
რითი წახვიდე:სულ სხვადასხვა ნაირად შეგიძლია წახვიდე:
1. შენი მანქანით (ჯიპი არაა საჭირო, ნორმალური გზაა)
2. მარშუტკით ახალციხემდე - და იქიდანაც მარშუტკით ვარძიამდე
3. ალბათ სხვა ვარიანტებიც იქნება, არ ვიცი.
რამდენი ხანი უნდა:გააჩნია რითი და როგორ წახვალ:
1. კარგი მანქანით -4 საათამდე
2. ნივით - 5 საათამდე
3. მარშუტკით - ახალციხეში 3,5 საათში ჩახვალ ახალციხემდე, მერე მარშუტკა როგორ იქნება, რამე... შეიძლება მთლიანი გზა 7-8 საათამდეც გაგეწელოს
თუ შესაძლებელია 1 დღეში ჩატევა?ყველაფერი შესაძლებელია, გააჩნია შენს მიზნებს და სურვილებს:
თუ უბრალოდ გინდა თქვა რომ ვარძიაში იყავი და ვარძია ნანახი გაქვს, და მანქანაც გყავს - 1 დღეში შეიძლება...
მაგრამ თუ მართლა გინდა ვარძიის ნახვა, უნდა ჩამოხვიდე ახალციხეში, მაგალითად პარასკევს, დარჩე ახალციხეში,
მეორე დილით ადრე გაუდგე გზას 1-1,5 საათში ჩახვალ... მოივლი, დაათვალიერებს, სურათებს გადაიღებ, უკანა გზაზე დანაშაული იქნება რომ ვანის ქვაბები არ ნახო, თმოგვის ციხე, ხერთვისი... ერთი სიტყვით ახალციხეში დაბრუნდები საღამოს დაღლილი

თუ თავი გექნა შეგიძლია წამოხვიდე უკან თბილისისკენ (ბოლო მარშუტკა ახალციხიდან თბილისისკენ 7-სთ-ზე მოდის), მაგრამ ჯობია დარჩე, მეორე დღეს ახალციხის შემოგარენი მოიარო: ახალციხის მუზეუმი, საფარა და მერე წახვიდე თბილისისკენ

ასევე თუ გაგიმართლებს, შეიძლება ახალციხეში საშუალება მოგეცეს ლუდზე დამპატიჟო
* * *
ეს სურათები ერთი კვირის წინ გადავიღე:
ვარძია:

ვარძიაში: