როგორც იცით შემდეგი 2 დღე ჭუბერში დავრჩი ფეხის გამო.
უშგულამდე დარჩენილი მქონდა 121 კილომეტრი.
რადგან საჩქარო არაფერი იყო, გადავწყვიტე ეს მონაკვეთი 5 დისტანციად დამეყო.
1. ჭუბერი - ლახამულა 40 კმ
2. ლახამულა - ბეჩო 18 კმ.
3. ბეჩო - მესტია 18 კმ.
4. მესტია - იფარი 17 კმ.
5. იფარი - უშგული 28 კმ.
17 და 18 კმ შეიძლება პატარა მანძილებად მოგეჩვენოთ იმასთან შედარებით რასაც ბარში გავდიოდი ხოლმე
მაგრამ ეს ცოტა სხვა 18 კილომეტრია

მთის კილომეტრი.
კაი...
ჭუბერიდან გასვლის წინა ღამეს დავურეკე რუსთავი2-ის კორესპონდენტს, ვუთხარი სხვა ტელევიზიებს
სურთ სიუჟეტის მომზადებათქო და რა ვქნა, პირველი თქვენ შეგპირდით ინტერვიუს მოცემას და არ მინდა
პირობა დავარღვიოთქო.
ხვალ დილით უთენია სვანეთში ვიქნებითო

დილის 7-ს არ უნდა გადაეცილებინათ, რადგან დიდი გზა მქონდა გასავლელი.
დაახლოებით 9 საათისთვის გადავურეკე და მითხრეს ახლა გამოვედით ზუგდიდიდანო.
რადგან ცხენი გადმოგვიხტა გზაზე და ა.შ და ა.შ....
შევწუხდი... (მათ ბედზე)
დაახლოებით თერთმეტის ნახევარზე თუ თერთმეტზე ამოვიდნენ.
ჩაწერა 5 საათი გაგრძელდა, სულ გადაღებული იქნა 25 წუთი.
მონტაჟის შემდეგ დასრულებული სიუჟეტი ორ წუთნახევარია.
ვფიქრობ რომ ძალიან დადებითი, ზომიერი და თბილი გამოვიდა.
ნუ იქ ცოტა უზოსტობები კი არის, მოგზაურობის იდეასთან (ტურისტების მოზიდვა

) - (დღეების გადანაწილება) - (წიგნის დაწერა)
მაგრამ მგონია რომ ასეთი უსაფრთხო უზუსტობები ყველა სიუჟეტში იპარება ალბათ

არ გამოვედი ერორის დამცველი?!

...
უბრალოდ შევეცადე დაუმახინჯებლად მომეთხრო ის რაც იყო!
გადაღების დასრულების შემდეგ გავლილი მქონდა 8 კმ, საგერგილის ხიდამდე,
დრო კი დაახლოებით 4-ის ნახევარი იყო.
ვერანაირად ვერ გავაგრძელებდი ლახამულისკენ გზას. ამ დღეს 40 კმ მქონდა გასავლელი.
ამიტომ ოპერატორს ვთხოვე მანქანით დავებრუნებინე სახლში.
ტრანსპორტმა ცოტა თავბრუ დამახვია (გადაჩვეჩვიე

)
ხოო მართლა ერორის სპეციალური კორესპონდენტი ემა გოგოხია
ძალიან გამბედავი და რისკიანი აღმოჩნდა, 7 თუ 8 სურათი გადამაღებინა ისეთ
ადგილებში რომ მისი ოპერატორი განწირული ხმით გაჰკიოდა ემააა რას შვრები? თავს რატომ იკლავ! ფეხი აგიცდება. და ა.შ
სვანი ჯენტლმენის კოდექსი

არ მაძლევს უფლებას მის დაუკითხავად ფოტოები დავდო აქ, თორემ ალბათ ძალიან საინტერესო იქნებოდა!
ბიძაჩემი მელორ ცინდელიანი მარხილით თივას ეზიდება დარბაზში.


ემამ ადგილობრივ გიორგი ჩხვიმიანს ინტერვიუ ჩამოართვა.


მოკლედ, ის დღე ჩამივარდა თქვენთვის უკვე გასაგები მიზეზების გამო.
მეორე დილას 7-ის ნახევარზე გავუდექი გზას მაგრამ არა ლახამულამდე,
არამედ ვაპირებდი ორი დისტანციის გაერთიანებას და ბეჩომდე მიღწევას რამეფრად

მანძილი 58 კმ.
ამ დღეს უნდა მომეხსნა ჩემს მიერ გავლილი ყველა რეკორდი.
ენგურს დაახლოებით ერთი კილომეტრის მონაკვეთში შემაძრწუნებლად
გიჟური დინება აქვს!


ამ გვირაბებში სვანური მისტიციზმისთვის დამახასიათებელი მოვლენები ხდება-ო !!!



ასეთ გაშლილ ენგურსაც ნახავთ


მიმდინარეობს გზების მშენებლობა

ამ წარწერას დააკვირდით. აშკარად ერთი ა ზედმეტია ხომ?
საამშენებლო რას ნიშნავს?


სვანეთში ბევრისთვის საბედისწერო გამხდარა ეს ბალკონები.


იმ დღეს 14 საათი ვიარე და მოსაყოლიც ბევრი რამეა, მაგრამ ვფიქრობ ძალიან შორს წამიყვანს მათი ჩამოთვლა.
* * *
სოფელ დიზის ხიდთან ამოვალაგე ბიცოლაჩემის საგზალი,
ხაჭაპური და ჭიშდვარი (ბარში რატომღაც ჭვიშტარს ეძახიან

)
რამდენიმე ლუკმაზე მეტი ვერ გავქაჩე. ამხელა გზა მადას კლავს.
აქ 28 კმ მაქვს გავლილი, მაგრამ დარჩენილი იყო კიდევ 30




ხედავთ ალბათ რომ სვანეთი ფლორით არის მოცული!!!
წარმოიდგინეთ მარტოდ მარტო ამ ბუნბაში რომ დადიხართ!
ფიზიკური დატვირთვის მიუხედავად ამ ყველაფერს აღტაცებაში მოყავხართ!

* * *
ლახამულაში ამ ბავშვებისგან შოკოლადი ვიყიდე.
რა საყვარლად იღიმიან!

ამ სოფელში ჭკადუები ცხოვრობენ 98%

ყანა ქვემო ლუჰაში

მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესია ქვემო და ზემო ლუჰას შორის მდებარეობს.

ზემო ლუჰა, დადეშქელიანების ერთ-ერთი საცხოვრისი სოფელი

ცნობილი ეცერის აღმართების დასაწყისში პირველად შეამჩნევთ უშბის წვერის მხოლოდ მცირე ნაწილს.
დააკვირდით მთის უკან


ზემოთ ვახსენე ეცერის აღმართები, აქ მყოფი სვანები დამეთანხმებიან ალბათ როგორ "დაუსრულებლად" იწელება
თავიდანვე ნერვებმა არ უნდა გიმტყუნოთ და ცივსისხლიანად უნდა შეუდგეთ!
აღმართების ბოლოს კი მშვენიერი გაშლილი სოფელია.
ეცერში შესვლისთანავე ჩავრთე "ვიცბილ-მაცბილ"
ეს სიმღერა ამ სოფელში მცხოვრებ ძმებზეა. რომლებიც ტყეში იყვნენ გასული აბრაგებად.

ამასობაში ვიღაც ბავშმა დამიძახა, საით მიდიხარო


აღმოჩნდა გვარად ხორგუანი, მე ბებია მყავდა ხორგუანი - ბეჩოელი ხორგუანი.
ძალიან გამიხარდა, მეპატიჟებოდა, წამოდი პატივი უნდა გცეო

გამაგიჟა რა თბილი იყო!
სხვათაშორის სათიბებიდანაც დამიძახა ერთი ორმა, ჩვენთან დარჩიო

ეცერლები იყვნენ ბებია (პაკელიანი) და ბებიის დედაც (გურჩიანი)
ქვემოთ მდებარე ადგილი არის ცხუმარი, ჩემი გვარის სოფელი.
ულამაზესი და მყუდრო სოფელია.

ბეჩოსკენ მიმავალ გზაზე


და აი ერთ-ერთი მოსახვევის შემდეგ მთლიანად გამოჩნდება უშბა!
უდიდესი სიხარული და ემოცია!

რამდენიმე კილომეტრიც და დღევანდელი დისტანცია დასრულებული იქნება!
ქვედა მარღი - ბეჩოს დისტანცია


უშბა მართლა სხვაა!!!!!!

იმ საღამოს ბეჩოს ერთ-ერთ სოფელში ნაშთქოლში დავრჩი ბებიაჩემის ბიძაშვილის ჟორდან ხორგუანის ოჯახში.
ეს არის გოჩა ხორგუანი, დინჯი, წმინდა სულის კეთილი პიროვნება.

ბეჩო განსაკუთრებული სოფელია!
მშვენივრადაც დამეძინა