saqmiANYakkaiannakLoCusTხორხეSHALDAGგაიხარეთ

........................................
გათენებისთანავსე მივხვდი რომ რამდენიმე დღე მომიწევდა ხაშურში დარჩენა.
რადგან ფაქტიურად ვერ დავდიოდი, ძლივს და ისიც რამეზე ან ვინმეზე დაყრდნობით.
მარჯვენა მუხლს ვერ ვშლიდი, მყესები გამიდიდა და ქვასავით გახდა.
სხვა გზა არ იყო დიკლობერნის ნემსების გარდა, ხოდა მეც მიკეთებდნენ 3 დღის განმავლობაში
ფეხებს კი მარილიან წყალში ვდგამდი და კიდევ ათასნაირი ხსნარებით ვიმუშავებდი.
აბაიაძეების ოჯახში სრულად შემექმნა პირობები რომ "მალე" გამოვჯანმრთელებულიყავი
თან ხაშურის ისტორიებსაც ვისმენდი გულდასმით

ამ ქალაქშვე ვიყიდე შედარებით მაგარ ძირიანი სანდლები და სპორტული ნასკები (ჩემი აზრით გამოსადეგი)
სინთეტიკას ხომ 100%-იანი კოტონით ვანაცვლებდი, მართლაც ძალიან კომფორტული და ჰაეროვანი იყო.
სხვა რაღა უნდა ყოფილიყო ამაზე შესაბამისი?!

როგორ ვცდებოდი თურმე....
კოტონის ნასკები ფეხის სისველეს და ოფლს შეისრუტავს და იქვე ტოვებს, ანუ არ აორთქლებს.
ეს კი მაზოლებისა და წყლულებისათვის შესანიშნავი წინაპირობაა.
და აი 4 დღიანი იძულებითი შესვენების შემდეგ გავუდექი რიკოთისაკენ გზას.
ფოტოაპარატის ბატარიები დამეკარგა, მეორე წყვილი დაუტენელი ყოფილა
და მოკლედ ხან ტელეფონით ვიღებდი ხანაც შემდგომში ციფრულით.


სურამში ძალიან შემაწუხა მუხლის სახსარმა და დავიწყე აფთიაქის ძიება რათა დიკლაკის გელი მეყიდა,
დილის 7-ის ნახევარი იყო და ბუნებრივია დაკეტილი დამხვდა, თან მალე არც გაიხსნებოდა ამიტომ გზა უწამლოდ გავაგრძელე.
სურამს გავცდი თუ არა ტკივილი მომეხსნა და უკვე იტრია ჩუმათელეთის საზღვარზე სასწაული ტემპი მქონდა აკრეფილი.
ისეთ სიხარულს განვიცდიდი - აღარ ვდარდობდი სარეაბილიტაციოდ დაკეტილ რიკოთის გვირაბში გამატარებდნენ თუ არა?

გადავიარე სათადარიგო 4.5 კმ–იანი უმშვენიერესი გზა
და აი ასეთი ლამაზი ჩინური იეროგლიფები ვიხილე დასასრულს


მალე იმერულ ხაჭაპურზე შევიარე აი აქ

სადაც ფულს არ მართმევდნენ, ამხელა გზაზე ხარ და როგორ გამოგართვათო,
მუშაკი იმსახურებს თავის საზღაურსო ეს ჯერ კიდევ
როდის იწერებოდა. ასე რომ უფულოდ არსად ვჭამდი.
სოფელ ხევში ამ ბიჭმაც დამპატიჟა სიმინდზე.

მალე ვერტყვიჭალის მოქეიფე ჯგუფმაც მიმიპატიჟა


და შემდეგ კი საქასრიას ბირჟამაც არ მომაკლო სითბო


ტკბილია იმერეთი! დღესაც იგივეა რაც კლდიაშვილის მოთხრობებში ამოგვიკითხავს. სტუმართმოყვარე და ცოტათი სევდისმომგვრელი...
* * *
გავაგრძელე გზა, იმ საღამოს ვაპირებდი უბისის მონასტერში მისვლას და ბერებისთვის გასათევი ადგილის თხოვნას,
მაგრამ იმავდროულად
annak – სგან მქონდა შემოთავაზება დეიდამისთან დავრჩენილიყავი
სოფელ შროშაში.
რახან დაღამებას ბევრი არ აკლდა ვიფიქრე უბისის მონასტრისკენ ჩავუხვევთქო. მაგრამ იქვე გზაზე
4 ადგილობრივი კარგად გამომთვრალი ბიჭი ბოთლებს ისროდნენ და ხმამაღლა ყვიროდნენ. (მაგარი მთვრალები)
ვიფიქრე ამ ჩემი ტურისტული ჩაცმულობით მათი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დამძიმება და შეურაცყოფის სურვილი არ გამომეწვია,
მეც ხომ სვანი ვარ და ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება სავარაუდო განსაცდელს გავცლოდი და გავაგრძელე გზა შროშისკენ.
This post has been edited by Tobuldar on 1 Nov 2010, 17:08