კარგი, მოგიყვებით...
ისტორიის ბოლოს შეგიძლიათ გამოიყენოთ სიცილაკები :
მე მხოლოდ სიმართლეს დავწერ და დანარჩენი თქვენ იცით რომელს აირჩევთ
..............................................................................................
გასულ საუკუნეში, ანუ სულ ახლახანს 20-ში.
ჭუბერის სოფელ სგურიშში ცხოვრობდა ერთი ოჯახი, გვარად ცალანი.
მათ მახშვის ნექე ერქვა თურმე, ამიტომ თემს ნექეშერებს ეძახდნენ.
ძალიან ძლიერი და შეძლებული ხალხი ყოფილან ცალანები.
ერთ მშვენიერ დღეს საძოვარზე გასულ მათ თხების ჯოგს შეერიათ ქაჯის თხა "ვესკაც"-ი
ეს ვესკაცი როგორც მეთაური (ვაცი) ასე ყოფილა ჯოგში.
ერთხელაც რომელიღაც დღესასწაულზე ნექეს დასაკლავად გამოუყვანია ვესკაცი.
დანა ყელთან მიუტანია და ამ დროს, ვესკაცს აუხედია ნექესთვის და უთქვამს შემდეგი სიტყვები:
ნექე ნექე ნაქად
ულა,
ნექეშ გაჩილდ ნაბად
ულა.
სიტყვასიტყვით რას ნიშნავს ახლავე გეტყვით.
ნექე სახელია,
ნაქად ნიშნავს შემცდარს, რაიმე რომ შეგეშლება
ხოლო დაბოლოვება
ულა არაფერს არ ნიშნავს, ეს ქაჯის რაღაცნაირი გარითმვაა.
შემდეგ
ნექეშ ანუ ნექესი
გაჩილდ გაჩ დანაა, ხოლო გაჩილდ კნინობითში დანა, როგორც დანუკა.
ნაბადულა ნაბად, ცხენის უნაგირს ქვეშ დასაფენი მატერია, დაბოლოვება
ულა აქაც გარითმვისთვის არის გამოყენებული ქაჯის მიერ.
ანუ
ნექე ნექე შემცდარაო,
ნექეს დანა ნაბადად ქცეულაო.
ეს უთხრა თუ არა მისი დანა ნაბადად ქცეულა, ვესკაც-ი კი გამქრალა.
ამ ამბის შემდეგ ამ ოჯახის ბედი უკუღმა დატრიალებულა.
ზოგი დაიღუპა, ზოგიც ფსიქიურად შეიშალა და ა.შ
ეს ამბავი მოხდა. დაახლოებით 40-იან წლებში.