კუშეტკა სახლის მეორე სართულზე, რომელზეც წამოწოლილი ვკითხულობდი ხოლმე და ბუნებას ვაკვირდებოდი, ვფიქრობდი დორიან გრეი უფრო ლამაზია თუ ჩემი ეზოთქო

ესეც იგივე ეზოს სურათი, წინა წლებში გადაღებული
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ჩემი ბიძაშვილები შოთიკო და ლერი,
სვანეთში ძალიან სუფთად თიბავენ, პარსავენ რასაც ჰქვია,
ხოდა კაი დათიბული სათიბები მშვენიერი საცქერია


ნათესავები თივის შეგროვების პროცესში,
უბრალოდ შორიახლოს დაჯდომა და ყურებაც კი ისეთ ესთეტიურ სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს, შემოგარენს ვგულისხმობ

ერთ მშვენიერ დღეს ჩავალაგე ზურგჩანთაში ნივთები რომლებიც არ მჭირდებოდა (სიმძიმეებს რომ არ გადავჩვეოდი) და გავუდექი საზაფხულო საძოვრებისკენ გზას, იმ მთას სადაც ხის კარვები აქვთ მოსახლეობას ტობულდარი ჰქვია, ჩემი ნიკის შთაგონების წყარო, 15 კმ სახლიდან 70 % აღმართია თან ლაითი აღმართები არა, მაგრამ წარმოიდგინეთ ასეთი ზღაპრული ბუნების წიაღში აღმართებიც აღარ გაშინებს ადამიანს.


* * *
დაახლოებით სამ კილომეტრიანი აღმართის შემდეგ, დიდი მინდორი და ასეთი საოცარი პანორამა გადამეშალა, თან სრული სიჩუმე იყო, მდინარის შორეული ხმაც კი არ ისმოდა.


ცოტაც გავიარე და აი,
რომანტიკული დოზაც მივიღე


* * *
ტობულდარის შესასვლელი და უსლარ ციდენლიანის კარავი

ეს ჩვენი კარავი

ჩვენი კარავი და ხედი

შუადღისას მეზობელთან თუ მოგინდება გადასვლა, აი ეს მთა უნდა აიარო, კარავის თავი მოჩანს

მეორე მეზობლის კარავი, ხელმარჯვნივ დაბლა.
თითქოს ახლოს ჩანს, მაგრამ მთაში სხვა განზომილებებია და ნამდვილად არ არის ახლოს.

ესეც ზემო მეზობლისგან დანახული ჩვენი კარავი


მარცხნივ შამილ ჯაჭვლიანი და მარჯვნივ ბიძაჩემი მელორ ცინდელიანი, ცხენების დასაჭერად მივდივართ "გორაგზე"

ასე ღამდება იქ...
და ასეთი განთიადი იცის
მარცხნივ დააკვირდით ჩვენი კარავი მოჩანს

* * *
akkaiბოლოს ერთი-ორი სიტყვით ვახსენებ მაგასაც
* * *
ცხენები დავიჭირეთ და კარავთან ახლოს გავუშვით, მეორე დილით 6 კმ-ით დაშორებულ "ლარა"-ზე უნდა ავსულიყავით

ლარა და ზედხედი ჭუბერის ხეობის ერთ მესამედზე




* * *
წამოსვლის წინ, ერთი კვირით ადრე, გადავწყვიტე ავსულიყავი, სახლიდან 7 კმ-ით დაშორებულ მთაზე რომელიც მთლიანად ტყით არის დაფარული, მთის წვერში ოდნავ მოტიტვლებულივით დამრეცი მინდორია, ამ ადგილს "ყაფ"-ს ეძახიან.
დილის 9 საათზე გავედი, კარგად ვისაუზმე, საგზალი არ წავიღე, ვიფიქრე არ დამჭირდებათქო (რატო ვფიქრობდი ასე არაადეკვატურად ახლაც ვერ ვხვდები)
გზაში ორ ადგილას ვიცოდი რომ კაი ცივ წყაროს წყალს ვნახავდი და ამიტომ არც წყალი წამიღია, უფრო სწორად (წყლის ჭურჭელი)
იმის იმედიც მქონდა რომ შუა ტყეში ერთი ახალგაზრდა ტიპი ცხოვრობს განმარტოებით კარავში, დუდა გადრანი. ხოდა მაგი ზუსტად ამიხსნიდა ყაფისკენ მიმავალ "გზებს"
მოკლედ როგორც იქნა დუდას კარვამდე მივაღწიე, კაი დაღლილმა

შევძახე დუდათქო, მაგრამ არავინ არ მპასუხობს.
ამ დროს მობილური მირეკავს და შოთიკო მეუბნება - მაინც წახვედიო, დუდა ცხენით ჩამოვიდა ჭუბერშიო და შენ ვინღა აგიხსნის ყაფის გზასო. მაგრა გამიტყდა, მაგრამ არ შევიმჩნიე, მეთქი მე თვითონ მოვახერხებ რამეს და ნუ ნერვიულობთქო.
დუდას ეზოში კაი ბლომად დავლიე წყაროს წყალი, რომელიც შლანგით აქვს შემოყვანილი და ავუყევი აღმართს, მაგრამ აღმართია სულ ტყიანი და მცენარეებით მოფენილი.
ჯოხს ვასობ და ორივე ხელით ვეჭიდები რომ ავწიო ტანი, ისეთი ვერტიკალური ტყე გაიჩითა.
ჯერ მხნეობა მაქვს და წყლის წაუღებლობა არც მახსოვს. (არადა წყალი როგორ უნდა დამეიგნორებინა შარშანწინანდელი გამოცდილების შემდეგ)

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ისეთ საშინელ აღმართებზე ვიარე და ისეთი ენერგია დავხარჯე, რომ მივაღწიე წყლის წყურვილის მეტს ვერაფერს ვგრძნობდი.





* * *
უკვე ასული წყურვილით ვკვდები, არადა უნდა ჩამოვიდე,
ახლა რა ხდება,
რა მარშრუტითაც ამოვედი იმითვე არ მინდა დაბრუნება, იმიტომ რომ ვფიქრობ დაღმათზე კისერს მოვიტეხავ.
მოკლედ რამდენიმე მეტრით სხვა გზით დავიწყე ჩასვლა, მაგრამ თითქმის ზურგზე ვწევარ და ისე ჩავდივარ.
დაბრკოლებებმა და უკეთესი გამოსავალის ბუნებრივი ძიების პროცესში რამდენიმე სერი გადავიარე და უკვე ვატყობ, რომ აბსოლიტურად
სხვაგან მივდივარ. არადა გამოსწორება შეუძლებელია, მე ერთი მეტრის უკან ამსვლელი აღარ ვარ. ხეობას რათქმაუნდა ვერ ავცდებოდი, მაგრამ
შუა ვერტიკალურ ტყეში სადაც დაბურული აღმართ-დაღმართ სერებია და კიდევ უფრო საშინელი ღარები (მცირე წყლების კალაპოტები) რომელიც დაფარულია
თითქმის ადამიანისხელა მცენარეულობით, ჭინჭრებით, მაყვლის ეკლებით და რაც ყველაზე საშინელებაა ჩიჩვლებით
http://ru.wikipedia.org/wiki/%C1%EE%F0%F9%E5%E2%E8%EAკანზე რომ გედება იმ ადგილას წყლულები გიჩნდება და ჩაცხრობის შემდეგაც მინიმუმ 2 თვე ნაიარევს გიტოვებს.
მოკლედ ჯერ ერთ ღარში ჩავედი, იმ იმედით რომ იქიდან ხეობაში ჩასასვლელი კონტურები უკეთ გამოჩნდებათქო, მაგრამ ეს ღარი თხილნარით იყო გადაჭედილი და ნაბიჯსაც ვერ ვადგამდი წესიერად, როგორც იქნა ამოვედი ამ კოშმარიდან, ვიფიქრე ისევ ტყეში შევალ და როგორმე ჩავუყვებითქო.
კიბატონო ავედი ტყეში და დაღმართმა მეორე, ღარამდე ჩამიყვანა, რომელიც ჩიჩვლებით იყო სავსე და ფეხის დასადგამ ადგილსაც ვერ ვპოულობდი, არადა ქვემოთ სველი ქვები იყო და vibram-ის ძირების წყალობით როგორღაც ვინარჩუნებდი გამძლეობას ფეხზე დგომის, მაგრამ ერთი ორჯერ ისე დავარდი რომ ახლაც დალურჯებულ გამაგრებული მაქვს წვივები. ბევრი რომ არ გავაგრძელო 3-4 ღარი გამოვიარე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით კოშმარულად.
ისე რომ ხეობას ვერც კი ვუახლოვდებოდი. შიმშილისგან და წყურვილისგან სათვალე დავკარგე, შემდეგ ჩემი საყვარელი outdoor research-ის ქუდი.
მერე რამდენიმე მარცვალი ნახევრადმწიფე მოცვი ვიპოვე და ენას და გემოს თითქოს რაღაც მოვატყუე, ბოლო ღარში წყალი შედარებით უდრო დიდად მოდიოდა და დავეწაფე.


ასეთ წვალებაში ვარ, ძლივს ჩავდივარ და უცბად მარჯვნივ ავხედე ტყეს, ვაა რაღაც ბილიკის მაგვარს ვხედავ. ძალღონე მოვიკრიფე და ავფორთხდი. ბილიკი მართლაც იყო და ჰოი საოცრებავ, ამ ბილიკმა სოფელ ფარში არსებული "კაიშა თარგლეზერის" ასე ვთქვათ ჭუბერულ ფილიალში, ანუ ჭუბერის კაიშას მთავარანგელოზის სალოცავთან არ მიმიყვანა?!

ჩემი ემოციები ხომ წარმოგიდგენიათ. დავემხე ეგრევე მიწაზე და რაც კი რამ სვანური ლოცვა ვიცოდი, წარმოვთქვი




შემდეგ უკვე ბილიკებით ჩამოუყევი ჭუბერისკენ და ტყიდან რომ გამოვაღწიე აი ასეთი მზერით შემეგებნენ ძროხები, ალბათ ძალიან გასაცოდავებულ ვიდზე ვიყავი და იფიქრეს, ვინ არის ეს უბედურიო


კიდევ ერთი საიცარი რამ, მობილური ერთ ხაზზე იყო და ბატარია მატყობინებდა, ცოტა ხანში ვკვდებიო, წარმოიდგინეთ რა ცუდ ხასიათზე დადგებოდით, მერე მოხდა რაღაც სასწაული და მთელი ხაზები შეივსო, ანუ თითქოს ახალი დატენილი ყოფილიყოს, ახლაც ვერ ვხვდები რა იყო ეს. არაფრის მტკიცება არ მინდა. ხოდა შოთიკოს ხშირად მირეკავდა, მაგრამ საქმე ის იყო რომ ჩემი არ სჯეროდა და არ იყო დარწმუნებული რომ ჭუბერისკენ მოვემართებოდი, მას ეგონა რომ იქით გვარი ჭკადუების ერთ-ერთ სოფლისკენ ტობარისკენ მივდიოდი. ანუ ძაან ცუდ დღეში ყოფილა, ეჭვები მოსვენებას აკარგვინებდნენ თურმე. და კაიშას მთავარანგელოზის გზაზე დადგომა რომ მოვახსენე მხოლოდ მაშინ ამოუსუნთქია შვებით

შოთიკო და ბიცოლაჩემი მოლოდინის რეჟიმში


ოჰ რა რბილი და ტკბილი იყო მშობლიური ეზოს მიწა


აბანოში შეუსვლელად ეგრევე კალორიებს დავეძგერე

თბილისში წამოსვლის წინა 3 დღე სოფელ ბეჩოში ავედი
ის დღეები მშვიდად გავლიე უშბის ცქერაში.



აი ასე დასრულდა ჩემი 2012 წლის სვანეთობა
მადლობთ ყურადღებისთვის
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
P.S.
http://www.youtube.com/watch?v=aM0PpKycxTY...=2&feature=plcphttp://www.youtube.com/watch?v=3-zO90KNm0M...=1&feature=plcp