ꜜꜜꜜ ტურის აღწერა:
გასვლა თბილისიდან მთიულეთის მიმართულებით ლომისის მთისკენ.გზად ვნახავთ ჟინვალის წყალსაცავს და მთიულეთის ბუნების ხედებს . ლომისის ქვედა ეკლესიის მოლოცვის შემდეგ გავემართებით მთის მწვერვალისკენ. ლაშქრობა ლომისის მთაზე. მოვილოცავთ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას, ვნახავთ მითიურ ჯაჭვს და მოვისმენთ ლეგენდებს ლომისის შესახებ. საღამოს დაბრუნება ქვემო მლეთაში. თბილისისკენ მომავალ გზაზე შევივლით ფასანაურში. ვახშამი ფასანაურის რესტორანში (ფასანაურის ხინკალი). დაბრუნება თბილისში.
ꜜꜜꜜ სანახავი ობიექტები:
1. ჟინვალის წყალსაცავი
2. ლომისის პატარა ეკლესია
3. ლომისის მთა
4. ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია
ꜜꜜꜜ ტურის ტექნიკური მხარე:
» ორგანიზატორი: მოგზაური
» რეგიონი: მცხეთა-მთიანეთი
» მარშრუტი: თბილისი-ქვემო მლეთა-ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია-მლეთა-ფასანაური-თბილისი
» ხანგრძლივობა: 1 დღე
» გასვლის დრო: დილით - 8:00
» დაბრუნების დრო: საღამოს - სავარაუდოდ 11:30
» გასვლის ადგილი: დიდუბე. დიდუბის მეტროს წინ (ქვედა გამოსასვლელი)
» სირთულე: საშუალო
» მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: 211 კმ (3:00 სთ)
» ფეხით გავსავლელი მანძილი: 14 კმ
» სიმაღლე ზღვის დონიდან: 2200 მ
» უახლოესი დასახლებული პუნქტი: ქვემო მლეთა, ანანური
» ღირებულება: 20 ლარი
» ღირებულებაში შედის:
1. ტრანსპორტირება
2. მეგზური
» კვება: გვექნება ლანჩი გზად ლომისის მთაზე / ვახშამი ფასანაურის რესტორანში უკანა გზაზე, თქვენი სურვილისამებრ (კვება არ შედის ტურის ფასში)
» რისკები,საფრთხეები:
1. დიდი სალაშქრო მანძილის გამო გადაღლა
2. მზიანი ამინდის შემთხვევაში მზის დამწვრობა
» სასმელი წყალი მარშრუტზე: რთული მოსაპოვებელია
» საჭირო აღჭურვილობა,რჩევები:
1. კომფორტული ტანსაცმელი
2. მოხერხებული ფეხსაცმელი
3. წყლის ჭურჭელი
4. 1 დღის საკვები (გზად ლანჩისთვის, საღამოს სურვილისამებრ შევივლით ფასანაურის რესტორანში)
» პირობები სხვადასხვა აქტივობისთვის: ფოტოგადაღემა. მოლოცვა.
» პირობები ფიჭური კავშირისთვის: ყველგან იჭერს
ꜜꜜꜜ გასათვალისწინებელი პირობები წესები რომელსაც ვემორჩილებით:
1. არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
2. საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
3. არ ვყრით ნაგავს!
4. არ მიგვყავს შინაური ცხოველები!
5. არ ვბილწსიტყავობთ!
6. არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
7. არ ვკამათობთ, ვცვლით სასაუბრო თემას!
8. ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად!
9. წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...
მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე!
ꜜꜜꜜ საკონტაქტო:
* 598 398 488 - ნიკო
* 598 110 121 - ბექა
* 557 12 55 97 - კობა
facebook გვერდი:
https://www.facebook.com/mogzauri.007ივენთის ლინკი:
https://www.facebook.com/events/787791787984298/