პირველი ის, რომ მანდ ვიყიდე ანდერ არმორის თერმოტანსაცმელი და წინდები და ძალიან კმაყოფილი ვარ, წლებია უკვე...
მეორე ის რომ არანაირ რეკლამას არ ვუკეთებ... არ მევასება ეს ხალხი.. ძაან დიდი ფული იშოვეს და სულ წუწუნებენ... ერთი ნორმალური მაღაზია ვერ გახსნეს და სოროში არიან, ერთმანეთს აყრია ყველაფერი... თუმცა მყიდველი ყავთ...
და მესამე ის რომ არაა თურქულ-ჩინური, ევროპიდან ჩამოაქვთ... მაგარი არხი აქვთ გაჭრილი და კაპიკებში ყიდულობენ წონით...
მე და ჩემს ორ მეგობარს გვინდა მასეთი არხის გაჭრა და ვეძებთ გზებს...
თუ ვიპოვეთ დედა ეტირებათ, ამათ სოროში აღარავინ მივა... მერე გვიანი იქნება გაფართოება...
შენ რაც შეგეხება, რო გაიგებ რომ იაფად იყიდება რამე, უკვე დარწმუნებული ხარ რო ბანძია, არ გამოდგება და ა,შ,,,
ავტომატურად მასე ხარ განწყობილი...
და გეტყვი რო ძალიან მცდარი შეხედულებები გაქვს მაგ კუთხით

მაგელანში 350 ლარი რო ღირდა სათხილამურო შარვალი, მაგ რობოს 100 ლარად ქონდა ზუსტად იგივე... არანაირი განსხვავება...
ხო და შენ რო მაგელანში იყიდო ჩათვლი რომ ხარისხიანი გაცვია და მე რო სადღაც ბანძ მაღაზიაში ვიყიდე, მეტყვი რო უხარისხოა
susარ დაუჯერო ამათ...
მიდი იყიდე მაგ მაღაზიაში ეგ წინდები 15 ლარად...
მართლა ძალიან კარგი წინდებია...
უკმაყოფილო თუ დარჩი, მე დაგიბრუნებ მაგ 15 ლარს

პირობას გაძლევ

ან ტელეფონზე ჩაგირიცხვ, ან ანგარიშზე გადმოგირიცხავ

უბრალოდ მომწერე რომ არ მოგეწონა რამით და...

პ.ს. შტატებში ერთი მაღაზიათა ქსელია - TJ Maxx...
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქსელია...
სულ ბრენდები აქვთ, ძალიან იაფად...
პრინციპი ასეთია - ძვირადღირებულ ბრენდების სეზონური საქონელი რომ გაიყიდება და დარცება 1-2 ცალი გაუყიდავი, ახალ კოლექციას რომ უშვებენ, ძველს აღარავინ ყიდულობს... ხო და არ იბანძებენ თავს რომ თავიანთ მაღაზიაში 500$-იანი ტანსაცმელი თუნდაც 50$-ად გაყიდონ...
ამ TJ Maxx-ს აქვს რაღაც ხელშეკრულება ამათთან და ძაან იაფად ან უფასოდ მოაქვს ეგ საქონელი...
ხო და მაგ მაღაზიაში შეხვდები ბოსის, გუჩის და ა.შ... ტანსაცმელს ძალიან იაფად...
ასევეა სპორტულ ტანსაცმელზეც...
უბრალოდ ზომები არ აქვთ, ერთი ზომის ტანსაცმელია და თუ მოგერგო, მოგერგო...
ჩემ ძმას ვუყიდე ბოსის 1200$-იანი ქურთუკი 60$-ად...
ორი ე.წ. საროჩკა ვიყიდე 30-30$-ად, ორიგინალი ფასი 400 დოლარი რო ქონდა...
კიდე რაღაცეები, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით...
სალაშქრო ტანსაცმელი 1-2 ვიყიდე, ზომები არ მომერგო სამწუხაროდ, დიდი ზომები იყო დარჩენილი...
კოლუმბიას ქურთუკები და თერმოსვიტრები 15-20$-ად იყო, ორიგინალები...
ასე რომ შეიძლება იაფადაც ნახო ორიგინალები
This post has been edited by Frankens†ein on 31 Mar 2016, 11:48
Mens sana in corpore sano...