FFF333წამყვანი ბრენდებია LEKI, Black Diamond, Komperdell, MSR. არის კიდევ ბევრი, REI-დან დაწყებული, Kelty-ით და New Balance-ით დამთავრებული. რივიუებს თუ დავუჯერებთ, ეგ ჯოხებიც არ უნდა იყოს ცუდი თავის ფასში :/ მაგრამ მაინც ჯობია დაამატო 40-50 დოლარიც და წესიერი იყიდო.
როგორი კარგიც არ უნდა იყოს ჯოხი, გირჩევ, არ იყიდო Twist lock მექანიზმით და ე.წ. AS (Anti Shock) ფუნქციით. (LEKI Trail AS მქონდა ამ ორივე სიკეთით და დაღლილი ვიყავი გაშლა-დაკეცვით

)
ყველაზე მოსახერხებელია Speed lock მექანიზმი, ასევე "Z ტიპის" დასაკეცი ჯოხები და MSR-ის SureLock სისტემა
Speed Lock
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Twist Lock
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Z Pole
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
MSR SureLock
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ასევე არ გირჩევ კარბონის ჯოხებს თუ აქტიურად დადიხარ მთაში და ისეთ ადგილებზე, სადაც წაქცევა/დაგორების დიდი საშიშროებაა. ალუმინზე მსუბუქი და მყარი კია, მაგრამ გვერდულად დაწოლას ვერ უძლებს და თუ დაეცი, შეიძლება მარტივად შემოგატყდეს. ჩემი აზრით წმინდა ტურისტულია, ბილიკებზე სიარულისთვის განკუთვნილი

ალბათ მაინც აჯობებს ალუმინის იყიდო. ზემოთ ნახსენები ოთხივე ბრენდი 7000 სერიის შენადნობის ამზადებს, რაც ერთ-ერთი საუკეთესოა.
This post has been edited by Alameda on 25 Jul 2015, 23:07