აბა მოვყვე ჩემი ტობა ტურის ამბები

აბა თუ წაიკითხავთ ბოლომდე

მოკლედ ვიწანწალეთ 6 დღე. 5 ღამე. როგორც დათვალეს (მე ვერ დავთვალე) 8 უღელტეხილი გადავიარეთ. გადავტოპეთ მდინარეები,გავკვალეთ თოვლები. ვიარეთ შეკიდული აღმართები და ვისრიალეთ ხავსმოსაჭიდი დაღმართები. ვიარეთ დანისპირივით ბასრ ნაშალ კლდეებზე და ვიხტუნავეთ დიდ სველ, სრიალა ლოდებზე. დაგვაწვიმა და რა დაგვაწვიმა ..."ჩაგვაბუჟბუჟა". დაგვაჭირა და რა დაგვაჭირა ალპური ზონის მზეებმა. გამოგვაშრო ჩირებივით.
მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს ეკიპირებას ოჰოიდა ნამდვილი გამოცდები მოვუწყეთ. .. (ალბათ უკეთესი გამოცდებიც არსებობს მაგრამ, ჩემთვის ეს საკმარისი იყო

)
ხოდა -
ჩანთა Osprey -იცნობთ ვაჟბატონს. იყოჩაღა. განსაკუთრებით კარგი იყო კარავ და 6 დღის სამყოფსაჭმელ მოკიდებული, წონის გადანაწილების ამბავში. დაახლოებით >17 კგ ტვირთი მექნებოდა და რავიცი, ჭკვიანად მატარა. ნაკლოვანება - არ მოყვება საწვიმარი და აშკარად ძალიან ჭირდება. მე წაღებული მქონდა სხვა ჩანთის საწვიმარი, რომელიც კარგად მოერგო + ყველაფერი პარკებში მქონდა და სხვა მეგობრებისგან განსხვავებით (სველ საძილეებში რომ იწვნენ) წვიმებში გადავრჩი. თუმცა შეუარაღებელი თვალითაც კარგად შეეტყო, რომ ძალიან მაგრად ატარებს წყალს

საწვიმარი - ვაიმეეე, ჩემი ტკივილია. ერთი 5- ნაირი მაინც მაქვს ნაყიდი, მაგრამ რასაც ქვია წვიმისგან დამცავი, აშკარად არ მაქვს.
წაღებული მქონდა პონჩო საწვიმარი, რომელიც დიდი მოუხერხებელი რაღაცაა ...ვითომ ჩანთასაც უნდა გადაეფროს და სინამდვილეში ადის მაღლა და არც ჩანთას ფარავს და არც უკანალს (პარდოონ

). .. არ გადააფარებ ჩანთას და ჩნდება კითხვა, რატომ უნდა გეცვას ეს მოუხერხებელი ფართხუნა რამ.
ასევე მქონდა ქურთუკი*საწვიმარი, რომელიც რადგან მოკლეა, წელთან აგროვებდა წყალს და მასველებდა. ასევე ...ნუ მაინც ატარებს ამ წყალს, ან თუ არ ატარებს, შიგნიდან ისე გაოფლიანებს, ჯობია ისევ გაწვიმდეს ..მოკლედ საწვიმარი ქურთუკის ამბავში დიდი გარღვევა მაქვს და მოსაფიქრებელი მაქვს რა გავაკეთო..მინიმუმ მოვიფიქრო, როცა თავსხმა წვიმაში გიწევს სიარული, რა ტიპის ჩასაცმელი ჯობს.
ე.წ. "ვეტროვკა" - ძალიან თხელი, საჰაეროებიანი კაპიშონი. წესით იმ ხალხისთვისაა, დილაობით რომ დარბის ხოლმე. ხელებზე ბოლომდე ჩამოდის და ცერა თითებზე აქვს წამოსაცმელი. წონა ფაქტიურად არ აქვს. საუკეთესო რამაა - მზისგან, გადახურებისგან,მწერებისგან, ჭინჭარ/დიყა/დეკა-ებისგან დასაცავად. წვიმაშიც ბოლო ბოლო ეგ მეცვა. კი სველდებოდა, მაგრამ ისე უცებ შრებოდა ....მიუხედავად იმისა, რომ საწვიმრების არმია მქონდა ჩანთაში, ბოლოს მაინც ეს გამოვიყენე ყველაზე კარგად.
შარვალი - მნიაჰ მნიაჰ ..
https://www.amazon.com/Trekker-Pant-Womens-...7s+hiking+pants აი სადღაც ასეთია ჩემი. ოღონდ შიგნიდან დათბილული არ არის. ნუ მოკლედ .. 6 დღე გამოცვლის სურვილიც კი არ გამჩენია, ისეთი მაგარი რამაა.. წონა ხომ ფაქტიურად არ აქვს. სიცხეს ვერ გრძნობ. წვიმას არ ატარებს. სველდება თუ არა, შრება მომენტალურად. ძალიან კონფორტული და გრილი. 6 დღის განმავლობაში 2 ჯერ გარეცხვა და გაშრობაც მოვახერხე (5 წუთი მზე უნდა).
მიუხედავად იმისა, რომ აქ ამ ბრენდს დიდად პატივს არ სცემენ, ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა და რეკომენდაცია არ შარვალს
* * *
ბაჩიები - Salewa. მაქვს 1 ზომით დიდი (მინიმუმ). მეცვა პირველად. აბა როგორ იყო: პირველად ის უნდა ვაღიარო, რომ ასეთი ძვირფასი ფეხსაცმელი პირველად მეცვა. შესაბამისად ჩემი ქებათ-ქება შეიძლება ცოტა გადაჭარბებული იყოს, მაგრამ აი, ძალიან მაგრები იყო

6 დღის განმავლობაში, დავწერე მაღლა სადაც ვიარეთ. სუპერ მოჭიდება, არ სველდებოდა ფეხი, არ ხურდებოდა ფეხი, ტოპე სადაც გინდა,შეგიძლია იყო მშვიდად, არ დასველდები, არ დაცურდები. დადიხარ ძაალინ ძაალიან რბილად, ფაქტიურად კატასავით (ფისოებია რა

). თოვლში სიარული ხომ ერთი დიდი სიამოვნება იყო.რაც აქვს კარგი კიდევ - ზონრების შესაკრავი, ლამის ცერა თითიდან ეწყება, შესაბამისად ფეხსაცმელის მორგება ნებისმიერ ფორმის ფეხისთვის ძალიან მოსახერხებელია.
ახლა რა იყო ცუდი -მიუხედავად ამ სიკეთეებისა, შემაწუხა იმ ამბავმა, რომ ფეხსაცმელი მაქვს დიდი

ჩემი ფეხის ზომა არის 26 სმ. ეს არის 27.5 სმ. ქალაქში რომ დავდიოდი, ასფალტზე, სიდიდე არ იყო შემაწუხებელი. აი რთულ რელიეფზე კი ....იძულებული ვიყავი 2 წყვილ წინდაზე მცმოდა, ასეთ შემთხვევაში, არაუშავს მედგა ფეხზე, მაგრამ სულ 2 წყვილი წინდა ხომ არ მეცმევა? ჯერ ერთი შემაწუხებელია სიცხეში და მერე მეორე, იყო რელიეფი, სადაც ვხვდებოდი, რომ ფეხი მაინც დაძაბული მქონდა (ნაბიჯის გადადგმისას მეშინოდა ფეხსაცმლის შიგნით არ აცურებულიყო ფეხი). ამიტომ დიდი ფიქრის მერე, მივიღე გადაწყვეტილება გავყიდო ეს ბაჩიები და ვიყიდო იგივე, ოღონდ უფრო პატარა ზომები

.
ხო მართლა.. ხომ დიდი იყო? ხომ ცურავდა ფეხი ფეხსაცმელში მთელი 6 დღე? 1 "მაზოლი" ან ბებერა ან გადახეხილი ადგილი არ უკადრებია

აბა როგორ არ მიყვარდეს