არადა ბათინკი არ იყო ცუდი...
შარშან ვიყიდე, ჰასკის ბრენდის...
კარგად ვიარე მაგ ბათინკით და არაფერი არ სჭირდა...
ბოლოს ცხვირთან გაიხსნა ცოტათი, სულ ზემოთა ნაწილი...
სიარულში დიდად არ შემიშლიდა ხელს, მაგრამ ვიზუალური სიკოხტავისთვის

მივუტანე მეწაღეს (ე.წ. საპოჟნიკს), დამიწებე და თან შემაკერე მეთქი...
ხო და რო მივედი გამოსატანად, შემოკერებული არ ქონდა, გავხსენი და ძაან მაგარი წებოთი დაგიწებე, არ აძვრებაო

კი გამკრა გულში შარში ვარ მეთქი, მაგრამ ერთ ლაშქრობაზე გამიძლებს და მერე შემოვაკერებინებ მეთქი, ვიფიქრე

ხო და პირველივე დღეს ნაშალზე და ლოდებზე მოგვიწია სიარული და სადღაც 10 კმ-ს გავლის მერე ეს ფაწებებული ძირი აძვრა სულ

არადა ახალივით იყო ბათინკი...
კიდევ სამი დღე იყო ლაშქრობა, საკმაოდ რთული და წონის პონტში დამეზარა ტარება და დავტოვე იქ...
კი მეუბნებოდნენ წამოიღე, შემოაკერებ და მშვენიერი ბათინკიაო, მაგრამ სიზარმაცე ხო იცი

ხო და ერთს აღმოაჩნდა ჩემი ზომის ფეხი და მათხოვა salewa-ს ბოტასები...
სამი დღე იმით ვიარე უსაშინლეს რელიეფზე და არაფერი მოსვლია, თორე ისიც საყიდელი გამიხდებოდა, $130 ქონდა ნაყიდი...
ეგეთი რელიეფისთვის არ იყო ბოტასი განკუთვნილი, გორტექსიც კი არ იყო, დასველებით დამისველდა ფეხი თოვლში და ბალახებში...
მაგრამ თოვლზე არ სრიალებდა და ნაშალზეც არ გაფუჭდა...
დავაფასე მაგრად ეს ბრენდი და ვიყიდი ეხლა...
ვინცხა-მაღვალაკი