პატარა რევიუს გავაკეთებ.
სასწაული რამეა, ზე კომფორტული. ჩვეულებრივ პარალონთან შედარებით სამოთხეა. საშუალება რო მქონდეს თერმარესტის დასაკეცთან შედარების კარგი იქნებოდა.
აქვს მინუსებიც:
1)თხელი მატერია მეჩვენა და ვფიქრობ პატარა უყურადღებობაც რო გაგეპაროს და სადმე წვეტიანზე გაშალო ეგრევე დალევს სულს. (ნუ ერთჯერადად კი შეაკეთებ მოყვება თავისი წებოც და ზაპასკა მატერიაც)
2) დიდი წონის ამტანს არ გავს, მე 60კილომდე ვარ და გემრიელად მიძლებს მაგრამ 80+ ალბათ შემოასკდება.
3) მოკლეა, 175ვარ და ზუსტად ჩემი ზომაა. მაღალ ადამიანებს ნახევარი ფეხი გარეთ დარჩებათ
არის სხვა მოდელებიც და იქნება დიდი წონის და სიმაღლის ხალხზეც გათვლილი, ეს კონკრეტული მარტო სუსტ და დაბალ ტიპებს გვადგება
