ძალიან მცირე ხნით ვხვდებოდით ერთმანეთს
"გასერიოზულება" ვერ მოვასწარით, აბსურდულად დამშორდა
2 წელი მიყვარდა
და ყველა მცდელობა, რომ სხვებს შევხვედროდი და ყურადღება გადამეტანა, დამთავრდა იმით, რომ ორჯერ გავიცანი გოგო და გახდილს ჩავაცვი, ყავა მოვუდუღე და სახლიდან გავისტუმრე, ისევ ის მახსენდებოდა და იმიტომ
და ეს მიუხედავად იმისა, რომ გააზრებული მქონდა რომ:
დავშორდით
თავად მასაც რომ მოენდომებინა, მეორედ აღარაფერს ვიზავდი მასთან, მიუხედავად იმისა რომ მიყვარდა
აგრესია არ მქონია არც მის და არც საკუთარი თავის მიმართ
და ზოგადად სიტუაცია კარგად მქონდა გააზრებული. რას იზამ, ხდება ხოლმე
მოვა დრო და გაივლის. ზოგჯერ ცოტა მეტი გაზრდა და განვითარება გვჭირდება ამისთვის
დღეს მგონი ნორმალური მეგობრები ვართ. კარგად გვესმის ერთმანეთის და ძირითადად დისტანციურად ვურთიერთობთ და ვსაუბრობთ ბევრ რამეზე.
მასთან ურთიერთობა და ეს გამოცდილება დამეხმარა მკვეთრად გავზრდილიყავი პიროვნულად და იმდენად კარგი გავმხდარიყავი, რომ ჩემი მომავალი მეუღლე გამეცნო და მისი გული მომეგო
შედეგად უბედნიერესი ადამიანი ვიყავი თითქმის 4 წელი
რაც უნდა ბანალურად, დებილურად და კრეტინულად ჟღერდეს, ესეთი სიტუაციები თავისებური გამოცდაა, იმის მიხედვით, როგორ გადალახავ, იღებ გამოცდილებას, რომელიც შენს შემდგომ ცხოვრებას მკვეთრად ცვლის რომელიმე მიმართულებით