ვისაც არ დაგეზარებათ, წაიკითხეთ
(ჩემი დაწერილი არ არის, უბრალოდ გამომიგზავნეს და მინდა გავაცნო ფორუმის ფართო საზოგადოებას) 25 სექტემბერი, 1893 წელიჩემო სიცოცხლევ, ჩემო პატარავ,
ღამეა. . . . . . გადაუღებლად წვიმს . . . . . . თითქოს ბუნებასაც არ სურს ჩვენი განშორება . . . . . მაგრამ . . . ყველაფერი დასრულდა. . . . ჩვენ აღარასოდეს შევხვდებით ერთმანეთს. და მინდა მტკიცედ იცოდე. . . . . . . . შენ არ გსურდა განშორება, ყველაფერზე იყავი მზად, ოღონდ ჩვენ ერთად ვყოფილიყავით. . . . მაგრამ ჩვენ უნდა დავშორდეთ ერთმანეთს, რათა შენ ახალი ცხოვრება დაიწყო და შენი ოცნებები აისრულო. ძალიან ძნელი იყო საკუთარ თავთან, შენს მიმართ გრძნობებთან, ვნებასთან ბრძოლა, მაგრამ ეს აუცილებელია . . . . . ჩემი ყველა ოცნება, მიზანი დაიჩრდილა უკვე, სადღაც გაქრა და დარჩი მხოლოდ შენ. შენზე ფიქრი ცაში გამოკიდებული ვარსკვლავივითაა, რომელიც ჩემი გზისმკვლევი გამხდარა და მისკენ მივილტვი მთელი ჩემი არსებით. მაგრამ ვგრძნობ რომ შენი ცხოვრება შეიცვლება ჩემს გვერდით, არ იქნება ისეთი როგორზედაც შენ ოცნებობდი ჩვენს შეხვედრამდე. . . . . ამიტომ მე არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას. . . . ამას ხომ შენს სასიკეთოდ, შენს მომავლისათვის ვაკეთებ. . . . მაგონდება შენი ატირებული სახე, განწირული მზერა და მუდარა. . . . ბალიშში თავჩარგული იყავი და გულამოსკვნილი ტიროდი. რამოდენიმეჟერ ამომხედე კიდეც. . . . რაოდენ გატანჟული სახე გქონდა! ბნელოდა, და უკვე ვეღარ ვარჩევდი შენს ნაკვთებს, თუმცა შევიგრძნობდი შენს ცრემლებს, თითოეული ხომ გულს მიწვავდა . . .
დღეს დილით შენზე ფიქრმა გამაღვიძა. . . . თვალები გავახილე და კიდევ დიდ ხანს ვიწექი. თენდებოდა, ყოველივეს ეძინა, ბურუსი ეხვია არემარეს და მხოლოდ მე მეღვიძა. . . შენზე ვფიქრობდი. . . ეხლაც ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ყოველივეს სძინავს, და მხოლოდ მე ვწევარ, მთვარის შუქით განათებულ ოთახში და შენზე ვფიქრობ. . . . ოთახს არამიწიერი ელფერი დასთამაშებს და მეც რაღაც უცნაური ფერი მადევს. . . . არამიწიერი. . . და ეს ალბათ სწორიც არის.... მე ხომ არ ვეკუთვნი აქაურობას. . . . და ძალიან შორს ვარ. . . . გულს კი ტკივილი ეკვრება და მიწაზე მაბრუნებს . . . მახსენებს რომ შენ შორს ხარ, რომ მე აქ ვარ, უშენოდ, ამ კედლებში გამოკეტილი. . . .
ჩვენ ორივე საოცრად ვიტანჟებით ეხლა. . . .ყოველივე მხოლოდ საშინელ სიზმრად მეჩვენება. პირველი დღეები ალბათ დაუჟერებელიც კი იქნება, აუტანლად მტკივნეული, მაგრამ გაივლის რამდენიმე დღე, შემდეგ კვირა, თვე და ჩვენ ორივე განვიკურნებით. . . . განვიკურნებით ერთმანეთისაგან . . . გრძნობები განელდება, მოგონებები დავიწყებას მიეცემა . . . დრო ხომ ყველაფრის მკურნალია. . . . და შემდეგ მე კვლავ მოგწერ. ჩვენ ხომ უკვე გადავწყვიტეთ რომ მე დრო და დრო გამოგიზავნი წერილებს. მაგრამ შენ არასოდეს გაიგებ ჩემს მისამართს. . . . ამდენად, ერთადერთი კავშირი ჩვენს შორის მხოლოდ ამ წერილების მეშვეობით იქნება. . . .
უკანასკნელად გკოცნი ჩემო ოცნებავ, გკოცნი, გკოცნი, გკოცნი.... თუ სიტყვას კიდევ ძალუძს ჩემი ვნების და ლტოლვის გამოხატვა, სწორედ ამ სიტყვებში მინდა ჩავაქსოვო.... რათა ასე შორს, ჩემსგან მოწყვეტილმა შენ მიიღო და შეიგრძნო ეს. . .
25 სექტემბერი, 1894 წელიჩემო ძვირფასო, აი მეც გამოვჩნდი, როგორც დაგპირდი. უკვე ერთი წელი მიილია, რაც ჩვენ ერთმანეთს დავშორდით. ვიცი, ვგრძნობ, რომ შენ ჟერ არ დამივიწყე, რომ ჩვენ ჟერ კიდევ ძლიერად ვართ დაკავშირებულები ერთმანეთთან. . . . შენზე გაფიქრებისას, მუდამ უსაზღვრო ტკივილს განვიცდი. . . . ყოველ საღამოსთან ერთად სევდა ეტმასნება არემარეს. . . . სევდა უშენოდ ყოფნისა და შენზე ფიქრისა....... რაოდენ მწარეა უშენობა და რამდენად ტკბილია შენს გვერდში ყოფნა, შენი ხმის გაგება, შენი სუნთქვის, სურნელის შეგძნება.... მთელი დღე თითქოს შენთან გავატარე, შენი მონატრება მუდამ მძლავრობს, მუდამ ცხადად და ძლიერად შეიგრძნობა - ყველაფერს ჩრდილავს, იმონებს და შენ ახალი ძალით გწევს წინ......
მაგრამ განვლილმა თორმეტმა თვემ თავისი დიდი ზეგავლენა იქონიეს და წარსული უკვე თხელი ბურუსით არის მოცული. ზოგიერთი დეტალი უკვე თანდათანობით ქრება, იშლება მოგონებებიდან, ზოგიერთი კი საერთოდ გაქრა. თუმცა, ხშირად საოცარი სიცხადით შემოიჩრება რომელიმე მოგონება და სულს კვლავ მოსვენებას არ აძლევს.
ამასწინათ, შევეცადე შენი სახე წარმომედგინა, და . . . . ვერ შევძელი ჩვენი პირველი შეხვედრის დროს შენი სახის გამომეტყველების გახსენება არადა რაოდენ ცხადად მახსოვდა მუდამ. . . . . შენც შეეცადე გაიხსენო ჩემი ნაკვთები, მზერა და მიხვდები რომ ამქვეყნად ყოველივე უგზოუკვლოდ ქრება. . . .
იცი, მოულოდნელად გამეღიმა. . . ვის გაუღიმე? რას? სიმართლე გითხრა, არაფერს და არც არავის. . . . უბრალოდ მზის სხივი დასთამაშებს არემარეს და უნებლიეთ ცხოვრების მშვენიერება შევიგრძენი. . . . აქამდეც ვცდილობდი ვყოფილიყავი მხიარულად. თავიდან ეს შეუძლებლად მეჩვენებოდა. მაგრამ ერთხელ ძალაუნებურად გამეღიმა. მინდა გთხოვო რომ ხშირად გაიღიმო, გაიცინო და ცხოვრების მშვენიერებით დატკბე. . . . ყოველგვარი მიზეზის გარეშე, გაიღიმე . . . შეიგრძენი და დატკბი ყოველივე წამით. . . . დაე მუდამ გქონდეს შეგრძნება რომ დიდი, ნათელი მომავალი მოგელის. დიახ, ნათელი მომავალი გელოდება და ამიტომ ასწიე თავი და გაიღიმე. . . .
17 დეკემბერი, 1899 წელიდა აი მე კვლავ შენს გვერდში ვარ. თითქოს სიზმარი ვარ, არა ჩემო კარგო? როდესაც მომენდომება მაშინ ვჩნდები, მაგრამ მუდამ საჭირო მომენტში, როდესაც ირგვლივ სიბნელე და მარტოობა სუფევს. მე ჩუმად მოვდივარ და შემდეგ ვქრები, თითქოს შენს გვერდით ვარ, მაგრამ ხელით ვერ შემეხები. . . . ახალი დილაც თენდება.... მზის პირველმა სხივებმა ნაზად შემოაღეს შენი საძინებელი ოთახის ფანჟარა და აჩქარებით შენსკენ გამოქანდნენ.... შენ ხომ ყველაფერს იზიდავ. . . . იმდენად ბევრს რომ ვერც კი ამჩნევ ამას.... აი სხივებიც შენსკენ მიილტვიან, და შენც პატარა მზესავით ანათებ.... რა ლამაზი იქნები ეხლა, ამ წამს..... მაგრამ მე მხოლოდ შორიდან თუ დავტკბები ამ ხატებით..... შორიდან თუ შევაღებ ოცნების კარებს და ჩუმად დავტკბები შენის მზერით....
მე არ ვგრძნობ თავს უბედურად. დამიბრუნდა ცხოვრების შეგრძნება, მისით დატკბობის სურვილი. . . . დრო ხომ ყველაფრის მკურნალია და ასე დღე დღეს ცვლის, და მზე ისევ ნაზად მეალერსება, და მე მთელი გულით მიველტვი მისკენ.
წარმოიდგინე, ამასწინათ ვიცეკვე და თავდავიწყებას მივეცი თავი! გუშინ რაღაც დღესასწაული იყო. მზის ჩასვლისთანავე უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი, ყოველივე საოცრად ლამაზი იყო. . . სიცოცხლე ჩქეფდა და ხალხი თავს უშვერდა და მის ნიაღვარში ნეტარებდა. . . . ამდენი ბედნიერი და მხიარული ადამიანს შორის, მეც ძალაუნებურად ვიგრძენი თავი ბედნიერად და შევიგრძენი ცხოვრების განუმორებელი სურნელი, მწველი სიხარული და სილამაზე.
მინდა იცოდე რომ ახალი რწმენა გამიჩნდა - შენდამი თავდადებული სიყვარულის მწამს. ჩვენ ერთხელ ვსაუბრობდით თვითშეწირვაზე, სიყვარულზე, მაგრამ სამწუხაროდ არ გვესმოდა არაფერი. . . . ეხლა კი. მე უკვე შევიგძნობ მას და ამიტომ გთხოვ ერთად ვილოცოთ, რათა მთელი გულით ვიწამოთ მისი.
6 ივლისი, 1904 წელიწლები საოცარი სისწრაფით მიჰქრის ! უკვე თერტმეტმა წელიწადმა ჩაიარა ! მე შორს გავემგზავრე, ეხლახანს დავბრუნდი და კვლავ ვემზადები გასამგზავრებლად.
ფიქრებში მუდამ ვუბრუნდები შენს ხატებას . . . შენ უკვე საკუთარი სახლი გექნება; ჩემო ძვირფასო, უკვე ჩამოყალიბებული იქნები, ალბათ ოჟახიც შექმენი, რომლისთვის შენ ყველაფერს წარმოადგენ. ნეტავ როგორი გახდი ? ვცდილობ წარმოვიდგინო შენი ნაკვთები, მაგრამ მეხსიერება მღალატობს და მხოლოდ გამკრთალ მოგონებებს მაჩეჩებს . . . . ისევ ის მახსოვხარ, მართალია დრომ შენი ნაკვთები გააქარწყლა, მაგრამ ჩემი გული ისევ შეიგრძნობს მათ . . . ამდენი წელი გავიდა და მე მაინც შენთან ვარ, შენთან. . . . ვერ გაურბივარ შენზე მოგონებებს და ამ განცდით დავეხეტები ამ ცოდვილ მიწაზე . . . . ალბათ დაგაინტერესებს მე როგორი გავხდი ? დრომ, ასაკმა თავისი გაიტანა და მეც შევიცვალე . . . . მაგრამ არაფერს მოგწერ . . . თუ ჟერ კიდევ გახსოვარ, მინდა რომ ისევ ისეთი ვიყო შენს მოგონებებში, მუდამ მხიარული, სიცოცხლით სავსე და შენზე შეყვარებული . . . ჩემს ირგვლივ სიცოცხლე ჩქეფს, საოცარ სიმსუბუქეს შევიგრძნობ, თითქოს ნიაღვარმა გამიტაცა და მარადისობისაკენ მიმაქანებს. . . .
ხედავ რაოდენ მართლები ვიყავით რომ დროზე დავშორდით ერთმანეთს. ჩვენ უკვე გადავიტანეთ ტკივილი, გრძნობები განელდა და მივიწყებას მიეცა და ეხლა, ამ მომენტში, ჩემს წერილს მხოლოდ გართობად, წარსულის მოგონებად თუ აღიქვამ. . . .
25 სექტემბერი, 1893 წ.ჩემო სიცოცხლის სიცოცხლეო. . . . .
უკვე 20 წელია რაც ერთმანეთს დავშორდით. . . . და უკვე 20 წელია რაც მე ცოცხალი აღარ ვარ. . . .
თუ შენ ამ წერილს კითხულობ, გთხოვ მაპატიო - თუ ჟერ კიდევ გახსოვარ - მაპატიო, რომ ჩვენი განშორების მეორე დღესვე თავი მოვიკალი. . . . მე არ შემეძლო, ვერ წარმომედგინა უშენოდ სიცოცხლე. . . . შენ ხომ ჩემი სიცოხლე, ჩემი სული, გული, ოცნება, ფიქრი იყავი . . . უშენოდ ცხოვრებას აზრი ეკარგება . . .
რა საოცარია . . . . მიუხედავად ამ წლებისა, ჩვენ მხოლოდ გუშინ დავშორდით ერთმანეთს. კარგად დააკვირდი ამ წერილის თარიღს. შენ რა თქმა უნდა არ მიაქცევდი მას ყურადღებას. არადა ეს ყოველივე მხოლოდ გუშინ მოხდა . . . გუშინ იყო, რომ ჩვენ ერთად ვიწექით საწოლში და შენ, ბალიშში თავჩარგული, ბავშვივით ტიროდი; გუშინ იყო, რომ ჩვენს ოთახში მთვარე იხედებოდა და შენი ცრემლები გულს მწვავდნენ . . . გუშინ იყო, რომ შენ ტკივილისგან ყვიროდი, მე კი მდუმარედ ვიწექი და გისმენდი. . . . ჩემს გულს ჟოჟოხეთის ალი წვავდა, სული კი გარეთ გამოსვლას ლამობდა . . . მაგრამ მე გავუძელი და შენ მოგეფერე, რათა შენი ტკივილი ჩემზე ამეღო და განშორების სიმძიმე შემემსუბუქებინა . . . .
დღეს კი, მე ვზივარ იმავე ოთახში, ჩვენს ლამაზ კუთხეში, და გწერ ამ ოთხ წერილს, რომლებსაც შენ დრო და დრო გადაგიზავნიან ჩემი მეგობრები. დღეს საღამოს მე დაველაპარაკები მათ რათა ეს წერილები აღნიშნულ თარიღებზე მოგაწოდონ და მივიღებ ყველა ზომას რათა შენ ვეღარ მომაგნო. შემდეგ კი მე ამ ცხოვრებას გამოვეთხოვები. . . . ამდენი წლის შემდეგ არ ღირს ამაზე საუბარი, ყოველივე ხომ უკვე წარსულს ეკუთვნის შენთვის, თუმცა მას ჟერ კიდევ ძალუძს შენი გულის ტკენა. . .
და აი ესეც ჩემი უკანასკნელი წერილს უკანასკნელი სიტყვები . . . შემდეგ კი ყოველივე ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება . . .
მთავარია, რომ მე შევძელი ჩემგან შენი თავის მოწყვეტა და ეს ნაზად, ფრთხილად გავაკეთე, რათა შენი ლამაზი, ნაზი გული არ დამეზიანებინა. მე შენი ბედნიერება, სიხარული მსურს, და ამისათვის უნდა ვიცხოვრო ჩემი სიკვდილის შემდეგადაც კი. . . .
მე არ მსურდა შენთან უეცარი განშორება, ამას შენ ვერ გადაიტანდი. . . . ტკივილი აუტანელი იქნებოდა შენთვის. ამიტომ გადავწყვიტე ასე მოვქცეულიყავი და წერილებით გამეხსენებინა ჩვენი საერთო წარსულის შესახებ - არც ისე ხშირად რათა ჩემი ხატება თანდათანობით გაქრეს შენს წარმოსახვიდან, მაგრამ არც ისე იშვიათად რომ ზედმეტი გულისტკივილი მოგაყენო. ხოლო როდესაც შენს ამ წერილს მიიღებ და მასთან ერთად სიმართლეს შეიტყობ, უკვე მრავალი წელი იქნება გასული და შენ ვეღარ აღიქვამ თუ რამდენად მტკივნეული (და საბედისწერო) იქნებოდა შენთვის ჩემი სიკვდილი. . . . დრო ხომ ყველაფრის მკურნალია !
დღეს ჩვენ ჩურჩულით ვსაუბრობთ - ჩვენ ხომ უკვე შორს ვართ ერთმანეთისაგან, მე მხოლოდ შენში ვარსებობ, და შეიძლება შენ უკვე დამივიწყე კიდეც . . . სიტყვა ~დღეს~ სრულებით განსხვავებულ მნიშვნელობისაა ჩემთვის, ვიდრე შენთვის. . . . მე ხომ ეხლა, განშორების დღეს გწერ ამ სიტყვებს და სული გრძნობებისაგან ცას წვდება; შენ კი ამ სტრიქონებს მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ წაიკითხავ, და ისიც ხმადაბლა. . . .
მაგრამ ამ უზარმაზარი მანძილის მიუხედავად, თვით მარადისობის დაძლევით, მე გიგზავნი ჩემს მხურვალე კოცნას, რომ დაგიკოცნო მთელი სახე, სხეული და შევიგრძნო, რომ შენ ჩემი ხარ. . . . მე მუდამ შენი ვიყავი . . . როგორ მინდა ეს გაგიმეორო, თვალებში ჩაგხედო, და შევიგრძნო რომ ეს სიმდიდრე, ეს თვალაუწვდენელი სილამაზე და სივრცე ოდესღაც ჩემი იყო. . . .
This post has been edited by Kesi on 23 Jun 2004, 14:33