JABA_KOPSnowman
Snowmanჩასაძირად განწირული გემის ლოდინი აღარ შეიძლება, მაგრამ ეს ადამიანებს რამდენად შეგვიძლია საკითხავია,
არადა მართლა აღარ უნდა ველოდოთ თუ გემი იძირება!! მაგრამ თუ იმედის ნაპერწკალი კიაფობს სულში მაშინ
ყველაფრის გაძლება შეიძლება!!!!
და რაც შეეხება საბოლოო ნავსაყუდელს იქამდე კი მთელი ცხოვრებაა რომელიც მართლა ათასი დაცემ-აღზევებითაა სავსე!
და მთავარი ადამიანობის შენარჩუნებაა თორემ ჩვეულებრივი ადამიანს ხანდახან მზიან შარაგზაზეც უცურდება ფეხი!!
აი კიდევ ემილი დიკინსონი.. ძალიან რთული პოეტია საბოლოო ჯამში..
მე კი ძალიან მიყვარს!!!!
* * *
უცნაური რამ არის წარსული,
თუ მისი სახე ახლოს ვიხილეთ,
ხან სიხარულით წავილეკებით-
ხან კი სირცხვილით-
იარაღს დაჰყრის, ვინც მას შეხვდება,
ჩემი რჩევაა მხოლოდ გაქცევა.
წარსულის უკვე ნაცვეთ საჭურველს
ძალუძს პასუხის კიდევ გაცემა.
* * *
ეს არ ჰგავს ზაფხულს!
ზაფხული-გაქრა!
გაზაფხული კი ჯერ ლოდინს არჩევს,
ჯერ უნდა-გავცდეთ-სითეთრის ქალაქს-
აამღერებდეს ვიდრე შავ შაშვებს!
ეს არც კვდომაა-ასე ფერადი!
სიკვდილი მოვა თეთრი ფერებით-
ასე მიუქმებს კითხვებს მზის ჩასვლა
ქრიზოლიების საყურეებით!
/ემილი დიკინსონი
თარგმანი მანანა კობაიძე/
This post has been edited by kate79 on 23 Aug 2005, 18:54
... It's not who you know in life that counts. It's who knows you...