ყველაფერს ორი მხარე აქვს

ცუდია, იმიტომ რომ:
1) ჯერ თვითონ ბავშვი ხარ და ოჯახის შესაქმნელად მზად არ ხარ..
2) ბავშვობას კარგავ და უამრავი პასუხისმგებლობა და მოვალეობები გიჩნდება..
3)სწავლას ვეღარ მოახერხებ ბავშვებს თუ გააჩენ, მუშაობაზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია....და აღმოჩნდები სხვის კისერზე (თუ გეყოლება ვაბშე ეგეთი კისერი).........და მოკლედ, დიასახლისი იქნები ცხოვრების ბოლომდე

....კოშმარია ცხოვრება კი არა...
4) ჯერ გართობის დროა და არა ოჯახის შექმნის!!
5)ყველაფერი წინ გაქვს და არ უნდა იჩქარო....ჯერ საკუთარი ცხოვრება მოიწყე
6) "შეყვარებულობანა" ბევრად საინტერესოა

.......და საერთოდ რა იცი თავში რა გადაგიტრიალდება??...იქნებ გადაიყვარო შენი ქმარი და მერე სად წახვალ ბავშვით ხელში?..................

კარგია, იმიტომ რომ:
1) მერე ახალგაზრდა დედა ეყოლები 15 წლის შვილს

...ნუუ დაქალს ან ძმაკაცს გაიჩენ რა ....
2) უფრო დიდხანს გაუძლებ ბავშვების კაპრიზებს ..
3) საკუთარი ოჯახი გეყოლება, სითბო და სიყვარული და არანაირი მშობლების ტვინისბურღვა...
4) ბავშვი ხელს არ შეგიშლის სწავლაში, ყველაფერს მოასწრებ! თან კარგი დედაც იქნები.............რა აუცილებელია სახში დაყუდება??...ბავშვს რო აჩენ იმას ხო არ ნიშნავს რო გამომწყვდეული უნდა იჯდე და ყველაფერი სხვა დაივიწყო?!
(აუ თან რამხელა სიხარულია, უნივერსიტეტიდან რო მოხვალ და სახში პატარა გელოდება

)
5) ადრეულ ასაკში მშობიარობა უფრო ადვილია ვიდრე მერე წლები როცა გემატება და გემატება............თან რომელ ბავშვს უნდა ნეტა ბებრუხანა დედიკო?>............
6)ახალგაზრდა როცა ხარ სულ სხვანაირად უყურებ სამყაროს ვიდრე მერე როცა ისეთი სერიოზული ხდები რო ნამდვილი "მშობელი" ხარ ნუ და მეტი არაფერი......(რაღაცას ვბოდავ არ ვიცი როგორ ავხსნა რისი თქმაც მინდა)........მოკლედ, ბავშვს უფრო ადვილად გაუგებ რა.........ჰმ..
6) რაც უფრო ადრე დაიწყებ მით უფრო ბევრი შვილის გაჩენას მოასწრებ თან დროც ბევრი გექნება წიიინ........