1. იყოს ერთგული (ეს ნამდვილად რომ მნიშვნელოვანია.... )
2. იყოს საგმირო საქმეებზე წამსვლელი (რას ქვია საგმირო საქციელი?????)
3. იყოს უგზო-უკვლოდ შეყვარებული (თუ ერთგულია, მაშინ უგზო-უკვლოდ შეყვარებულიც არის. და თუ უგზო უკვლოდ არის შეყვარებული მაშინ ერთგულიც არის)
4. სხვა მდედრებისკენ არ იხედებოდეს (არ არსებობს... ყველა მამაკაცი იყურება სხვა მდედრობითისკენ, ზოგი ზედმეტად აშკარად და ზოგიც უბრალოდ თვალს აპარებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მას თავისი მეგზური არ უყვარს, უბრალოდ კაცია. გაუგეთ)
5. შეეძლოს ქალის დაცვა სიტუაციებში, როდესაც ამ უკანასკნელს საფრთხე ემუქრება (ყველა მამაკაცს, (უმეტესს) შეუძლია ქალის დაცვა, უბრალოდ დამოკიდებულია მამაკაცზე, უნდა თუ არა იმ ადამიანის დაცვა)
6. შეეძლოს საყვარელი ქალისათვის თავდადება (რა გინდათ რომ თქვენი გულისთვის თავი მოიკლას????? დიდი სისულელე. პირიქით, თქვენი გულისთვის უნდა იცოცხლოს)
7. იყოს რომანტიკული (ეს ყველა მამაკაცს არ შეუძლია, და არც ყველა მანდილოსანს უნდა რომანტიული მამაკაცი)
8. სექსზე არ უნდა ფიქრობდეს (გამორიცხულია... არა მარტო მამაკაცი არამედ ქალებიც ვფიქრობთ სექსზე, და თუ იმაზე, თუ როგორი იქნება, იმ ჩვენ საყვარელ ადამიანთან სექსი)
ყველას თავისი შეხედულება რომ აქვს იდეალ მამაკაცზე ფაქტია. უბრალოდ უნდა შეეცადოთ რომ აარჩიოთ თქვენი იდეალები, მაგრამ ფრთხილად, რაც თავიდან იდიალი ჩანს ბოლოში არც ისე კარგია..
* * *
CaveGirlHON.... მაგას ნუ იტყვი, რადგან არ შეგხვედრია, ეგ იმას ნიშნავს რომ ჯერ არ იცი რა არის შენი იდეალი... აი რო გამოჩნდება მერე მიხვდები.

და თუ დაკარგავ (რასაც ნამდვილად არ გისურვებ) მერე სულ ისეთებს დაუწყებ ძებნას. მარა იდეალი ხომ მხოლოდ ერთია. და ვეგარც იპოვი....