ზღვაში ვარ შესული უკვე კაი სიღრმეზე, ვიღაც ტიპი დამეწია და შორიახლოს მოცურავ ისიც. ნელ-ნელა წამოვიდა ჩემსკენ ცურვით. მე არ ვიმჩნევ, მივცურავ ჩემთვის წყნარად, ვდრუგ მომიტრიალდა და მეუბნება
----"გოგონი თქვენ ცურავთ???? "
(დავიბენი)
---- არა მინდოდა მეთქვა კარგად ცურავთ?
(პაუზა)
----არა უფრო სწორად მინდოდა მეთქვა რამდენი ხანია რაც ცურავთ?
----რაც ნაპირს მოვშორდი მას შემგეგ

-
----სად მიცურავთ?
----თურქეთში.
----მერე მარტო არ გეშინიათ?
----რისი?
----რა ვიცი ათასი რამის? მაგალითად ზვიგენების, რა იცი რა ხდება.
----მერე თქვენ რაა?
----მე დაგიცავთ.
----როგორ პირველი თქვენ ჩაუვარდებით ზვიგენს ხახაში??
----ნუ მაგას ვერ დაგპირდებით!(დამპალი

)
----აბა რას იზამთ???
----ზვიგენს შევაშინებ!
----როგორ??
----პლავკას გავიხდი.
მივხვდი კიდე რამე რომ მეთქვა უფრო კრეტინულს იტყოდა და ამიტომ მოვკეტე. ბევრი სისულელე ილაპარაკა სანამ ნაპირამდე გამოვედით,მაგრამ ხმა არ გამიცია. მერე მობეზრდა, ხელი ჩაიქნია და წავიდა. დასკვნები თქვენთვის მომინდია
შეიცანი თავი შენი...