ერთი ნაწყვეტი ქართული შაირებიდან:
ჩემი ძმა გადამეკიდა, ბიჭო შეირთე ცოლი.
ცოლის გასასინჯად წაველ, მე ჩემი ლურჯა ცხენით..
სასიდედრომ დამინახა, აღვირს მიტაცა ხელი,
შამიყვანა შინ დამაგდო, როგორც რო დათვის ბელი,
მამიყვანა გვერდს მამისვა შავი ეშმაკისფერი,
სამი სარტყელი ვუყიდე, სამივე ვარდისფერი,
ვერცერთი ვერ მოვაწვდინე, გოდორს უგავდა წელი,
შავსვი ცხენზე, წავიყვანე, ცხენს მამიწყვიტა წელი,
მივიყვანე შინ დავაგდე, როგორც რო დათვის ბელი,
სამი რძალი გამილახა, მეოთხე დედაჩემი,
დედაჩემი რომ გალახა, ახლა მე მამყო ხელი,
ფანჯარიდან გადამაგდო შიგ გამეჭედა წელი,
სამი მაგარი მამადო ზურგზე მადინა მტვერი.
ჰაა რავარი ქალი იყო?