ეს იმ დღეს დავწერე... ზუსტად ამ თემისთვის დამიწერია...

მზეს ვეთამაშე ნარდი გახდაზე.
და, რა თქმა უნდა, წავაგე.
ვგდივარ ახლა, სადღაც სამხრეთში, დამსკდარ მიწაზე - ნერწყვდამშრალი, ოფლდაღვრილი და საკუთარი გამხმარი ენით ვილოკავ მკლავებს - წყურვილს ვიკლავ...
თმებში გამეხვა მომწვანო ხვლიკი - თმისსამაგრად... ორკაპით ყურთან წამისისინა - ცოლობა მთხოვა...
სახეზე მუცლით გადამახოხდა, ცივი წვეთივით დამეცა მკერდზე... და მეჯვარის მოსაყვანად სადღაც გასხლტა.
ვერ არის-მეთქი, გავიფიქრე, ხვლიკის საცოლემ...
მალე დაბრუნდა მომწვანო საქმრო, ფუტკარი მოიყოლა მეჯვარედ...
მკვდრედით აღმდგარა ის მოსაკვდომი, გუშინ არ იყო საკუთარი ხელებით რომ დავასრისე ატმის ნაფრცქვენებს?
უცხო ყვავილივით ლამაზიაო, თითქოს ქალს გავსო. არჩევანი მოუწონა ფუტკარმა ხვლიკს და დამნექტრა...
...
ჩემი სისხლით დაამზადა ფუტკარმა ცვილი სანთლებისთვის... აბა ჯვრისწერა უსანთლებოდ სად გაგონილაო...
ცხრა თვალი დახუჭა მზემ, ჩემი და ხვლიკის ქორწილის ღამეს...
და შენ დაგენიძლავა, თვალდახუჭული მოგიგებ ნარდსო...
რატომ წამაგე...