ყველაზე უბრალო და ყველაზე ძვირფასი

ყველაზე პატარა, გულში რომ ეტევა და ყველაზე დიდი, სამყაროს შეცვლა რომ შეუძლია...
ოცნება, უსასრულო ოცნება, ცამდე აწვდენილი...
ფრთები...
კეთილი ფერიების ჯადოსნური მტვერი,
დახუჭავ თვალებს და უკვე ყოვლისშემძლე ჯინი ხარ:
ხან ნიაგარას ჩანჩქერის კიდეზე დადგები, ხან საჰარის უდაბნოში იბანავებ მზის სხივების ქვეშ, ხან თეთრ დათვებთან ითამაშებ... ხან დელფინებს აედევნები ზღვის სილურჯეში...
ცისარტყელად იქცევი, წვიმად და თოვლის ფიფქებად მოხვალ...
ვარსკვლავებს ახედავ და იტყვი :
ეს სამყარო ჩემია! მე ვარ სამყარო...მე დიადი გენია ვარ!
მე თავად სიყვარული ვარ!
ეს ბოდვაა მაგრამ სიყვარულიც ხომ თავად ბოდვაა...
ბედნიერია ადამიანი ვისაც უყვარდა...ვინც უყვარდათ...ვისაც უყვარს, რადგან ის სამყაროს დიად ნექტარს ეზიარა...უმაღლეს სიტკბოებას რაც ადამისა და ევას ცოდვის შემდეგ დარჩა კაცობრიობას...
ყველა შეყვარებულ ადამიანს...
This post has been edited by SoulTaker on 5 Feb 2007, 03:26