ორჯერ გადავდეთ შეხვედრა - ორივეჯერ ამინდის გამო... მესამეთაც წვიმიანი ამინდი იყო, "ამ ერთხელაც გადადება - რომ არ მეკადრება ისე გაწელავს დასაწყისს" ვიფიქრე და მარჯანიშვილის მეტროში შევხვდით.... ის მე სხვა ნიკით მიცნობდა...
მე პლაშოვკის ჯიბიდან სახელდახელოდ გამოტანებული ქოლგა არც ამომიღია, რადგან იმასაც გაშლილი ქოლგა დავუნახე და მისი ქოლგის ქვეშ ორივეს შეფარება და ჩახუტებული სიარული უფრო მიმზიდველად მომეჩვენა, ვიდრე ჩემი ქოლგის ამოღება და ამ ორი ქოლგის რადიუსების ჯამის სიგრძე დისტანციაზე სიარული

... მერე ვიჯექით კაფეში, ცხელ კაპუჩინოს ვსვამდით, გარეთ კი მძიიიმე - მძიმედ "უჟაჟუნებდა"... მერე გამოვედით და იქვე - ჩემს საყვარელ "ძველი ფილარმონიის" შენობას შევეფარეთ...
პირველი კოცნაც მოვიდა - საკმაოდ თბილი და შთამბეჭდავი... მამეწონა, კიი

... მერე ერთ ძააალიან განცალკევებულ ადგილას მოვხვდით სადაც კოცნა გავუხშირეთ. "მოიცა, მოიცა - შენ ძალიან ჩქარობ" - მაჩერებს... "ვიცი... მე არ მიყვარს ბევრი მოდე - მოდე" - ეს არასასურველი თემა ხუმრობაში გადამყავს და რათქმა უნდა ვაგრძელებთ... "კი მაგრამ სახელიც კი არ გითქვამს" - მე მანამდე "ნიკით" მომმართავდა

... "მერაბი მქვია" - დავახეთქე უცებ, თორემ სახელის გამხელით შეიძლებოდა მიმხვდარიყო ვინც ვარ

... "ძალიან ჩქარობ... მაინც რატომ თვლი რომ მე ამ ყველაფერზე გამოგყვები"... არავითარი პასუხი - ჩემი ხელები მის შეშველ სხეულს ეფერება ტანსაცმლის შიგნიდან - ნონსტოპის რეჟიმში ვმუშაობთ

... ის კი ენას არ აჩერებს "ძალიან მაჩქარებ, მერაბ... და ძალიან თავდაჯერებულად იქცევი", ახლა კი თავი მომარიდა და პასუხის მოლოდინში მომაჩერდა "ალბათ მაქვს თავდაჯერებული რომ ვიყო ამის მიზეზი" წავიბლატავე და "საქმეს" დავუბრუნდი, მაგრამ ის ისევ თავს მარიდებდა, პასუხი არაა ამომწურავი "ხოო, მაინც რა მიზეზებმა გაგათავხედა?.." სარკაზმი... მიიჩნია რომ სარკაზმით მეტი შანსი ექნებოდა - ჩემი ფიზიკური აქტივობის, პოლემიკით ჩანაცვლების მიზეზი მოეცა. მე მომბეზრდა ეს "დაჭერობანა" და ამ ინკოგნიტოდ დარჩენის ააზარტმა ეგრევე დაკარგა მუღამი - "მე სინამდვილეში დიმიტრი მქვია... კიი

დიმიტრი მე ვარ", თვალები დააჭყიტა - "უსინდისო... ორივე ნიკით ერთდროულად მეჩალიჩებოდი

არც კი გრცხვენია" მე ეს აღშფოთებული უიმორი, სასწრაფოდ "ღადავნოი" იუმორში გადავიტანე "რა გინდა - უბედურის ერთიო ხომ მაწერია

"...
ჩვენ ვკოცნიდით და ვეფერებოდით ერთმანეთს, მაგრამ ძალიან შორს არ წავსულვარ, რადგან ვიცოდი რომ დღეს არაფერი არ მოხდებოდა "პირველი დღის სინდრომი" გავითვალისწინე მისი... მაგრამ ორივემ ვიცოდით, რომ უახლოეს დღეებში შევხვდებოდით და მაშინ ეს სინდრომი აღარ შეგვიშლიდა, არ იქნებოდა "პირველი დღე" და იმიტომ...
გარეთ კი მძიმედ თქეშავდა, ეხ, იმ მომენტში ორივე ალბათ ერთსა და იმავეზე ვფიქრობდით, - რომ ეს იყო "ის" ვიზედაც ძიება შეჩერდებოდა, ცოთათი მაინც... ვოცნებობდით რომ "ის განსაკუთრებული" ვიპოვნეთ დღეს და ამასთან შევძლებდით შEჩვევასა და გაშინაურებას, ერთმანეთის მუღაქმების გაგებას და მაქსიმალურის მინიჭებას... რომ ეს არ იქნებოდა "პროსტო პერეპეხნულის" არამედ რაღაც უფრო ნაღდი და სტაბილური - სახლებში ტაქსით დავიშალეთ, წყალი ქუჩაში მდინარესავით მოდიოდა, მე ტაქსს ჩემ სახლთან მოვაცდევინე, შევირბინე, ბოლომდე სველი ტანსაცმელი გამოვიცვალე და ისევ იგივე ტაქსით წავედი სამსახურში...
რაკი "გრუზინები" ვართ - ყველაფერზე კი არ უნდა "დავიგრუზოთ" კაცო... გავუღიმოთ რა ერთმანეთს - ბლიად
----------------------
! ! ! ამირჩიეთ პრეზიდენტად და მე გპირდებით იმას რაც არც გქონიათ, არც გაქვთ და არც გექნებათ არასოდეს ! ! ! (შემოხაზეთ 69)