| QUOTE |
| მოკლედ, მაინტერესებს ვინმეს თუ გაქვთ შემთხვევა, როცა საყვარელ ადამიანს ვერ ნახულობთ თქვენი ან მისი მოუცლელობის გამო. ჩემი შეყვარებული ქირურგია. ფაქტიურად ვეღარ იცლის ვერაფრისთვის. ზოგჯერ დღეში 5-6 ოპერაცია აქვს, ზოგი ოპერაცია 10 საათი გრძელდება. ერთხელ ვუსაყვედურე და მითხრა, ჩემი საქმე შენზე და საკუთარ დედაზე მეტად მიყვარს, მეც განვიცდი, რომ ვერ გნახულობ და გთხოვ გამიგეო. განა ვერ ვუგებ, მაგრამ თითქმის სულ მენატრება. როცა ერთად ვართ რესტორანში ან სადმე, ურეკავენ სამსახურიდან და სასწრაფოდ გარბის. უკვე ცუდად ვხდები მისი მობილურის ზარზე და შიშით ვუყურებ ვინ ურეკავს ისეთი, რომელიც მის თავს წამართმევს. ერთხელ, ერთად ვიყავით დაპატიჟებული საერთო მეგობართან და სამსახურში ველოდებოდი. ოპერაციას უკეთებდა 5 წლის გოგონას. ბავშვის მშობლები განადგურებული სახით ელოდებოდნენ შედეგს. ამ დროს გამოვიდა ჩემი შეყვარებული და გაბრწყინებული სახით უთხრა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, თქვენს შვილს შვილები და შვილიშვილები ეყოლება და 100 წელს იცოცხლებსო. ამ დროს გოგონას დედა ფეხებში ჩაუვარდა მადლობის სათქმელად და მე მივხვდი, რომ ავადმყოფებს ის ჩემზე მეტად ჭირდებათ. მაგრამ მეც რომ ძალიან მჭირდება რა ვქნა??? თანაც ამ ბოლო დროს ხანგრძლივად ფეხზე დგომის ხერხემალი სტკივა და არ მკურნალობს. ამაზეც ვნერვიულობთ მე და დედამისი. არ მინდა რაიმე აწუხებდეს. გული მეკუმშება, როცა ვხედავ, რომ ძალიან დაღლილია ან რაღაც აწუხებს. ჩემი უახლოესი მეგობარი მეუბნება, დაფიქრდი, მაგას რომ გაყვე ცოლად, შენი არასოდეს იქნება ფაქტიურადო. მაგრამ მე მის გარეშე არსებობა არ შემიძლია. არ ვიცი რა ვქნა და როგორ შევივსო მისი მონატრება. იქნებ ვინმემ მირჩიოთ როგორ მოვიქცე ან ვინმეს თუ გაქვთ მსგავსი სიტუაცია. |
გვაქვს მსგავსი სიტუაცია.
მეც მომავალი ექიმი ვარ(ქირურგი) . ჩემი შეყვარებული სამხედრო და ფაქტიურად იქ ცხოვრობს.
მაშ ჩვენ რაღა ვქნათ? მთავარი მაინც სიყვარულია. როცა დარწმუნებული ხარ, რომ სადაც არუნდა იყოს და რამდენი ხანიც, მაინც შენზე ფიქრობს , ეს ამსუბუქებს ყოფას. ოჯახისთვის მაინც რთულია.განსაკუთრებით შვილები როცა შეგეძინებათ.