საბედნიეროდ არ არის რთული.
როდესაც რამეს ვგრძნობთ, მაგალითად ზიზღს, აღფრთოვანებას, გაოცებას და სხვა, ვცდილობთ მის დაფარვას და ასე სააშკარაოზე არ გამოტანას, რადგან ირგვლივ ყველა, მათ შორის ის, ვინც გამოიწვია ეს ემოცია, ცუდად გაგვიგებს, ექნება უკურეაქცია, ოღონდ არავითარ შემთხვევაში პოზიტიური, რადგან მაღალი გრძნობებისადმი საპირისპირო მაღალი გრძნობების წარმოქმნას დრო უნდა, მით უფრო რომ ყველაფერი დიდი პატარისაგან იწყება... ხოდა თუ იგი შეამჩნევს, თქვენი უმაღლესი გრძნობები მისდამია მიმართული, იგი იმ წუთსავე უკან დაიწყებს დახევას, რადგან იფიქრებს მზღუდავსო ის..
ამიტომ საჭიროა ნებისმიერი გრძნობის მოთოკვა, გაანალიზება თუ რა გვინდა, რა არის ჩვენი მიზანი. ხანდახან რაღაცამდე მისასვლელი გზა გარკვეულ ბრძოლას გულისხმობს, პირველ რიგში კი საკუთარ თავთან. ხოდა თუ დაიწყო ადამიანმა, რომ არა, მე ამას ვერ გავაკეთებ, ჩვემი გრძნობები ბოლომდე უნდა გამოვხატოო, იგი ვერასდროს მიაღწევს მიზნამდე.
ამას გარდა მოპირდაპირე ადამიანმა (ვინც ასე გვიყვარს) უნდა დაინახოს, ბრძოლა გრძელდება და გარანტია არ არსებობს იმის, რომ მას არ დაკარგავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი თავს გარანტირებულად იგრძნობს, მოადუნებს ყურადღებას და შეიძლება ერთ დღესაც დაადოს კიდეც, რადგან ე.წ. თავისი ექნება "გასწორებული". არ ღირს ახლა კამათი იმაზე რომ არა ეს ასე არ ხდება, სიყვარული სხვა გრძნობაა და თუ გასასწორებლად უნდოდა ესე იგი არ ყვარებიაო... სასაცილო იქნება, რადგან ქვეცნობიერი, რომელიც ცნობიერზე მაღლა დგას წყვეტს თუ რა უნდა და რა არა. აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ ქვეცნობიერს იზიდავს აქტივობა და განახლება, მოძრაობა და წარმატება. მაგრამ როდესაც ყველაფერი ერთფეროვანი იქნება - თუნდაც წარმატებული - ქვეცნობიერი გვიკარნახებს: "ეძიე ახალი"!
ასე, რომ ყველამ უნდა დაინახოს რომ თქვენი ყურადღება არის გადატანილი კიდევ სხვა მნიშვნელოვან საქმეებზე, რომ თქვენთვის მხოლოდ სიყვარული არ არის ყველაფერი და თუ ბრძოლა ინტერაქციულ - ორმხრივ - სახეს არ მიიღებს, თქვენ წახვალთ და პირიქით იგი დარჩება მარტო.
ამ დროს ხდება ერთგვარი თამაში, ოღონდ თამაში არა სიყვარულზე და სიყვარულის ობიექტზე, არამედ ქვეცნობიერზე, თორემ არც ერთ მხარეს ამ დროს არ შეეპარება ეჭვი სიყვარულის სეჭვოობაში. მეტსაც გეტყვით, სწორედ ეს იქნება ბიძგი იმისა, რომ ორივე მხარემ დაიწყოს ბევრად დიდი ძალებით ურთიერთობა.
ბოლოში ერთსაც გეტყვით. თუ გინდათ იყოთ წარმატებულები სიყვარულში წარმატებულები უნდა იყოთ ცხოვრებაშიც. მატერიალური მდგომარეობა (თუნდაც მხოლოდ სახელი, მაგალითად ყველაზე წარმატებული მეგობრებში, ყველაზე წარმატებული სამსახურში, ყველაზე წარმატებული სკოლაში, უნივერსიტეტში და ასე შემდეგ) არის ერთ-ერთი ფუნდამენტი ურთიერთობის შენარჩუნებისა და გაღრმავებისა.
და ახლა დავამავრებ კიდეც. თუ თქვენ ამას გააკეთებთ თქვენ თქვენი თავის კონტროლს ისწავლით, დარწმუნდებით საკუთარ ძლიერებაში და არ დაუშვებთ სიყვარულმა გაკონტროლოთ თქვენ, არამედ თქვენ აკონტროლოთ იგი, რაც ყველაზე დიდი უნარია. წინააღმდეგ შემთხვევაში კი თქვენ იაღფრთოვანება სულ მალე გაივლის და დეპრესირებული და იმედგაცრუბული (ოჰ, რამდენს ელოდებით არა ამ ღვთაებრივი გრძნობიდან?!) დარჩებით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომანტიკა ჩაკლათ და გაანადგუროთ, არამედ, უბრალოდ ისწავლეთ მისი სათანადო გამოყენება.

მისურვებია წარმატებები
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.