ბოროტი ანგელოზი მართავს კარნავალს
ეს ცხოვრება ხომ კარნავალია?
ცუდსაც და კარგსაც შეხვდებით ათასს
მაგრამ ყოველი წარმავალია
მიღაბს ეფარება ბოროტი კაცი
და ნიღაბს უკან არაფერს მალავს
ცრემლებით გეტყვის პატარა ბავშვი
რომ ეს ცხოვრება წააგავს თამაშს
მაგრამ ამ თამაშს წესები არ აქვს
იმარჯვებს მხოლოდ ყველაზე ცუდი
ჩვენ დავუძახებთ ცხოვრებას ნაგავს
მაგრამ დარჩენას მოითხოვს გული
ადამიანი მონაა მიწის
მას აქ სიცოცხლე მაინც იზიდავს
მიუხედავად მშვენივრად იცის
ცხოვრების გზაზე ათასს ტვირთს ზიდავს
ამ სიყვარულს კი წარმოქმნის შიში
შიში სიკვდილის შიში მორჩენის
რომ დამთავრდება ცხოვრება იცი
გინდა იპოვო გზა გადარჩენის
მოკვდები წახვალ იქცევი მიწად
აღარ იქნება სხვა რამე ნეტავ?
ის მიმაჩნია ერთადერთ გმირად
ვინც აქ იცხოვრებს მიწაზე , ღმერთთან
რწმენის არ ქონა მაშინებს ძლიერ
რადგან არა მწამს მე სხვა ცხოვრების
დალოცვილია ალბათ ღვთის მეირ
ვისაც ისევ სწმას სულის ცხონების
რწმენა იმის რომ იქნება სხვა რამ
უფრო ამცირებს შიშსა და ეჭვებს
ეჭვი კი არის იქნება მანამ
სანამ სიცოცხლე დაიბანს ხელებს
უფლის წინაშე მუხლმოდრეკილი
ნიღაბმოხსნილი მივიღებს სასჯელს
და მის წინაშე მონამორჩილი
ვეღარ დავმალავ ამ ცოდვილ სახეს
სირცხვილის გრძნობით და სინანულით
ჯოჯოხეთის ზღურბლს შეხვედავ ეჭვით
ჩვეულ ცინიზმით და მხიარული
ჯოჯოხეთის ცას გავიგებ ფერხთით
ეშმაკის ლუკმად ვიქცევი ვიცი
და გავიხსენებ იმ წყეულ ღამეს
როცა მე ჩემს თავს მივეცი ფიცი
რომ დავკეტავდი ამ გულის კარებს
მე იმ წამებში დავკარგე რწმენა
და ის წამები ვინანე მხოლოდ
რაც მთავარია ხომ იცის ღმერთმა?
დაუბრუნდება მას შვილი ბოლოს
მიიღებს ღმერთი თავის ცოდვილ შვილს?
თუ არ მიიღებს და ეტყვის უარს?
არ შეაგებებს ალბათ მას ღიმილს
არ მიენდობა ის მხოლოდ გუმანს
წითელ განთიადს აჩუქებს ისევ
ისევ გამოცდის და მიენდობა
კაცი კი ამინც ცოდვილ გზას ირჩევს
ისევ იქნება მასში ღვთის გმობა
ისევ მოხვდება ის სამსჯავროზე
და ჯოჯოხეთის მოხვდება კარზე
გაბოროტებულს ამ სამყაროზე
ცხოვრება დასჯის ალბათ ასე :
კაცი სიცხისგან იწვის და ფიქრობს
აღარ აწუხებს ტკივილი არა
ეს ცეცხლის ალი აგონებს სითბოს
სითბოს რომელიც გულისთვის კმარა
კაცის ღიმილი აცოფებს ეშმაკს
"თვით ირონია"ჰქვია ამ მოკვდავს
ბრდღვინავს იგი და ყველაფერს ლეწავს
სად შეუძლია ამდენი მონას
კაცის ფიქრები კი სხვაგან არის
არც ღმერთთანაა და არც მიწაზე
მისი ცრემლები მსგავსია ნამის
ცრემლი რომელშიც მოჩანს სინაზე
უფლის მზერაც კი მიიპყრო კაცმა
ის ვეღარ სცნობდა თავის ქმნილებას
ვერ მოუძებნა ვერავინ ახსნა
ამ უეცარ და ლამაზ ცვლილებას
ბევრი იმსჯელეს ბევრი არკვიეს
რა მოხვდა კაცში ასეთ ნეტავ?
და რომ ვერაფრით ვერ გაარკვიეს
ამურს ღიმილით შეხედა ღმერთმა
ამურმა დინჯად აუხსნა უფალს
ყველაფერს გეტყვი უფალო ახლა
ვერ აგრძნობინებთ აწამოთ თუნდაც
დედამიწაზე მას გული დარჩა
გაოგნებული უფლის თვალები
სივრცეში ხედავს იმ დროის ლანდებს
და ახსენდება მას ის წამები
როდესაც ქმნიდა ის ცოდვილ კაცებს
ნუთუ რაღაცა გამომრჩა მაშინ?
შემოეპარა ეჭვები ხმაში
ნეტავ რა მხოვდა ამ ცოდვილ კაცში
მეც კი ვერ ვხვდები სად შევცდი მაშინ
კაცი ჯოჯხეთს ჩვეულ ცინიზმით
უყურებს წყნარად და არა შიშით
და უჩვეულოდ მშვიდი პესიმიზმით
წყურვილს ის იკლავს საკუთარ სისხლით
თავისუფლება ერქვა ამ გრძნობას
თავისუფლება სიკვდილის შემდეგ
ის აღარ ჰგავდა მუხლმოყრილ მონას
და ის ამაყად წამოდგა ფეხზე
უგულოდ , დინჯად შეხედა ეშმაკს
ეშმაკმა პირველად შეიგრძნო შიში
კაცის თვალებში ხედავდა სევდას
სევდას რომელიც ჩაახშო სისხლში
მან საბოლოოდ დახედა მიწას
მიწას რომელიც ფეხქვეშ ეწვოდა
უბედურება იყო კაცის თავს
იგრძნო რომ ახლა მართლა კვდებოდა
ბოლო ძალებით მიბობღდა ღმერთთან
სულს უხუთავდა მას ცხელი ქარი
და მოიკრიბა ძალები ერთად
"შემინდე ღმერთო"პასუხად : "ამინ "....
მუზა შემომაწვა ცოტა
This post has been edited by Musolini111 on 6 Mar 2011, 22:25