აი, ზუსტად ეგეთი ვიყავი მე 34 წლამდე
ჩაცმული იზიაშნაია და გახდილი სავსე და ფორმებიანი
ერთი ადამიანი ფილუმენას მეძახდა
წებია ლეგჩე რაზდეწ, ჩემ აძეწ
პირველი მშობიარობის შემდეგ მოვიმატე, მაგრამ თავი გავიგიჟე და ძველი ფორმა დავიბრუნე
მაგრამ მეორე მშობიარობის შემდეგ ვეღარ
ხოდა ახლა ვინცხა იმისი არ იყოს, წავისაქონლებ
მაგრამ რაც არ უნდა გავსუქდე, ფორმები მაინც ლამაზი მაქვს
რაც არ უნდა პარადოქსალური იყოს ეს
და რაც ეხება უწინდელ დროს
საშუალო საუკუნეებში მოდაში იყო უმკერდო და ძალიან გამხდარი ქალები
ფერმკრთალები თან
არისტოკრატი ქალები ძმარში არეულ ნაცარს მიირთმევდნენ, კუჭის დაავადებას იმართებდნენ, რათა ფერმკრთალები ყოფილიყვნენ
ძველი ბერძნები სპორტული აღნაგობის ქალებს შესტრფოდნენ
მხრები უფრო განიერი უნდა ყოფილიყო, ვიდრე თეძო, ფეხები მაღალი და ძლიერი, მაგრამ არა ჩხინკორა
მხოლოდ რენესანსის დროს იყო მოდაში დაქანებული მხრები, შედარებით ვიწრო წელი და ვრცელი თეძოები
რაც ეხება თანამედროვე სტანდარტებს, ისინი გეი დიზაინერებმა კი არა, ზოგადად ახალგაზრდობის კულტმა მოიტანა
ამის გამო არის მოდაში მოზარდის ტანი, რაც მარადიულ ახალგაზრდობას ნიშნავს