ჯენტლემენი ჯენტლემენია
მაგალითად ჩემი დაქალი მაგრა დათვრა და სახლში საღამოს მიადგა თავის მეგობარს (ამ ბიჭს მაგრა მოწონდა)
ამ ჩემს დაქალს კიდევ სხვა მოწონდა მოკლედ და იმაზე გაბრაზებული ავიდა ამ ბიჭთან მთვრალი სალაპარაკოდ (თან მაგარ ფორმაში იყო, რადგან იმ მეორე ბიჭთან აპირებდა შეხვედრას)
ხოდა, იქ კიდვე დალია, მოკლედ გონზე არ იყო რა
მოგეხსენებათ მთვრალი ისტერიჩკა გოგოს ამბავი
ნუ, ტირილები, კისერზე ჩამოკიდება, მთვრალზე ცეკვა და ა.შ. და ა.შ.
ანუ, ამ გოგომ თქვა, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი და ისე ცუდათ ვიყავი, რამე რომ დაეწყო, უარს არ ვეტყოდიო ალბათ
მაგრამ იმ ბიჭს არაფერი გაუკეთებია და არ უცდია , მიუხედავად იმისა, რომ დღესაც ძალიან მოსწონს

იმის მიუხედავადაც, რომ სახლში მარტოები იყვნენ მთელი ღამე
ამ ბიჭმა მოუარა და დააძინა
This post has been edited by amelia on 13 May 2011, 10:11