#24561025 · 20 Mar 2011, 20:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
mepar
ებრაულის გაკვეთილს ხომ ვერ ჩავატარებ ეხლა აქ?
ღმერთი ებრაულად არის - "ელ", მრავლობითია - "ელოჰიმ"
უფალი ებრაულად არის - "ადონაი", რომელიც ბერძნულად "კირიოს" არის და სეპტუაგინტაში ბევრ ადგილას შეცვალა ღვთის სახელი რადგან მის წარმოთქმას ებრაელები ერიდებოდნენ მესამე მცნების მიხედვით...
"იჰვჰ" არ იციან რას ნიშნავს, ზოგი ამბობს რომ სიტყვა მოდის "ჰავაჰ"-იდან რაც - "გადაქცევა"-ს ნიშნავს... ზოგი ამბობს რომ მისი ნათქვამი: "მე ვარ(ვიქნები) ის რაც ვარ(ვიქნები)" არის მისი განმარტება...
ამგვარი ებრაული სიტყვა არ არსებობს, ამიტომაცაა რომ ვერ სვამენ ხმოვნებს შიგნით... ებრაული ბიბლია დაიწერა ხმოვნების გარეშე, სანამ შუასაუკუნეებში მაზორეთებმა არ ჩასვეს ხმოვნები...
მაგალითათ სახელი ელია - "ელ+იაჰ" ნიშნავს - "იაჰ(შემოკლებულად) ღმერთია"... ან სახელი იესო - "იეშუა"(ებრაულად), ანუ "იეჰ+შუა", რაც ნიშნავს - "იაჰვე(იეჰოვა) მხსნელია"...
This post has been edited by OtherguyL on 20 Mar 2011, 20:18
--------------------
Virtuous Historian...
Vanilla WoW for ever. Dota 2 isn't bad either.
|