ეგ ორი ერთმანეთს ხელს არ უშლის, წესით...
მაგრამ რადგან ადამიანების უმეტესობა ცხოვრებაში მიზნების მისაღწევად უმოკლეს და უმარტივეს გზებს იყენებს,
ისე გამოდის, რომ რაც ბუნებამ აჩუქა იმას ჯერდება და თავისით რაიმეს მოპოვება ეზარება.
გარეგნობა კი ნებისმიერი ასეთი მიზნისთვის საუკეთესო გასაღებია.
ბუნებრივად კუკლად დაბადებულ ქალებზე ასჯერ მეტად ვაფასებ ისეთ ქალებს,
რომლებმაც ქალური სილამაზე და ელეგანტურობა თანდათან მოიპოვეს და ჩამოყალიბდნენ ასეთებად,
თავის მოვლის, ცხოვრების სწორი წესის, გემოვნების მუდმივი დახვეწის და კომპლექსებთან ბრძოლის გზით.
ასეთი ქალები უფრო ჭკვიანებიც არიან, უფრო ლაღებიც და მათთან ურთიერთობაც უფრო საინტერესოა, ვიდრე კუკლებთან.
და რაც მთავარია,შინაგანადაც ლამაზები არიან, როგორც წესი.
ძალიან განათლებული ცნობილი და ლამაზი ქალების მოკლე სიას დავდებ:
უმა თურმანი
ნატალი პორტმანი
ქეით ბეკინსეილი
ეშლი ჯადი
ბრუკ შილდსი
ჯენიფერ კონელი
სინდი კროუფორდი
ამათგან ზოგს პრინსტონი აქვს დამთავრებული, ზოგს ჰარვარდი,
ზოგს ნორსვესტერნის, ოქსფორდის და სტანფორდის უნივერსიტეტები.

პ.ს. მთავარი ჭკუაა და არა განათლება რო დაწერენ დამფლუდეთ.