Leo womanნებისმიერი ადამიანი აბსოლიტურად ყველა ქმედებას რაც მაინცდამაინც სიკეთე და სათნოება არ არის მისცემს ისეთ ინტერპრეტაციას რომ აუცილებლად მოახვედრებს 10 ცოდვიდათ ერთ-ერთში თუკი მას ამისი სურვილი გააჩნია.
მთელი ფუნდამეტალიზმი სწორედ ამაზეა აგებული.
შენ თუ არა იმრუშოს განავრცობ ისე რომ შენ თარგზე მოირგო ან შენი სიმართლე დაამტკიცო შეიძლება წახვიდე უსასრულობაში.
ანუ უბრალო ცოლ-ქმრული ღალატიდან გამოხვალ იმაზე რომ ეს ღალატი იმიტომ მოხდა რომ ორივე ხორციელ სიამოვნებას ესწრაფვოდა.
შესაბამისად გამოდის რომ ხორციელი სიამოვნებაა ღალატის წინაპირობაა, ანუ ცუდია.
თუ ცუდია საერთოდ არ შეიძლება არც ჯვრისწერამდე, რადგან რაც ცუდია ცუდია, ჯვრისწერა ამას ვერ გაყოფს. ანუ ურჩევ ყველას რომ ამისგან თავი შეიკავოს.
საცდური რო არ გაჩნდეს ამიტომ ქალმა მოკრძელბულად უნდა ჩაიცვას და შესაბამისად მოკლე კაბის ჩაცმაც ცოდვა ყოფილა.
ან სკაიპიში ფლირტი, ან ფოტო ფაისბუქზე.
შესბამისად მიხვალ ჩადრამდე და მანდილამდე.
ზოგი ფანატიკოსი შეიძლება ამაზეც არ გაჩერდეს და შეიძლება დაებადოს იდეა რომ ჩადრი კი კარგია მაგრამ საერთოდ სილამაზე ბოროტებაა.
მოკლედ ფანატიზმს ზღვარი არ აქვს, მხოლოდ და მხოლოდ ზომიერებაა მისი ამლაგმავი.
და საბედნიეროდ ქრისტიანობის მთავარი პრინციპი სიყვარულთან ერთად სწორედ ზომიერებაა

ღრმადმორწმუნე ან ათეისტი აუცილებალდ დაგიმტკიცებს რომ მრუშობა და სიძვა იგივეა.
ორივეს აწყობთ ესე და იმიტომ.
ერთი მერე ადვილად გააქილიკებს რელიგიას.
მოერე კი კიდევ უფრო მოვა ჰარმონიაში საკუთარ თავთან.

ამიტომ თუ ზე-კომპეტენტური პასუხი გინდა შენ კითხვაზე მაშინ მხოლოდ ენათმეცნიერს უნდა მიმართო.
მე არ ვარ ეგეთი.
უბრალოდ მახსოვს, რადგან ბიბლიის გარდა კიდევ სხვა რამოდენიმე ძველი ტექსტი მაქვს წაკითხული, თუნდაც ქართლის ცხოვრება.
მეფე რომელსაც დედოფალს ღალატობდა მრუშობდა.
პუტანები იყვნენ არა მრუშები არამედ სიძვის დიაცები
ხოლო დემეტრე II (სხვათაშორის წმინდანი) იყო არა მრუშობის არამედ სიძვის მოყვარული, ანუ ქალები უყვარდა
ქართულში ნამდვილად ესეა
სიძვა სულ სხვა მრუშობა სულ სხვა და შუა უზის დიდი ზღვარი
არსად ეს ორი ცნება ერთმანეთში არეული არ არის
თუ ვინმე ძალიან გარყვნილი იყო წერია რომ იყო სიძვა და მრუში
სხვა ენებში არ ვიცი, მაგალიტად ბერძნულში, ლათინურში ან არამეულში თუ განასხვავებდნენ ერთმანეთისგან
ამიტომ გვინდა ვინმე ძალიან მაგარი ენათმეცნიერი და არა იუზერი რომელსაც ბიბლია წაკითხული აქვს