#27434960 · 18 Sep 2011, 17:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს უაზრო თემა განყოფილებაში კარგა ხანი ტივტივებს.
რახამც კარგ განწყობაზე ვარ და პირად ცხოვრებაშიც დადებითი ასე ვთქვათ, მოვლენები ხდება, თემას სერიოზულად მოვეკიდები და ჩემი გამოცდილებიდან მცირე ისტორიას გაგიზიარებთ.
დავიწყოთ იქიდან, რომ უსაფუძვლო ნიჰილიზმს არ უნდა მივეცეთ. მეგობრობა არსებობს. ამას ვერსად დავემალებით.
სხვა საკითხია, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ პოტენციური, თუ ამჟამინდელი მეგობარი.
1) გაუგებრობა.
მეგობრობა სწორედ ამით ინგრევა. გაუგებრობა სხვადასხვა ფორმით გამოიხატება. ჩემ შემთხვევაში იყო ფლირტი, რომელმაც მახინჯი ფორმა მიიღო. ერთი შეხედვით ხუმრობით ნამთქვამი რამდენიმე ფრაზა, შესაძლოა მეგობრობის შეწყვეტის მიზეზი გახდეს.
2) "მიხვდება"
გაუგებრობა სწორედ აქედან მოდის. როცა შეგნებულად 1000 სისულელეს ამბობ, იმის იმედად, რომ შენ ნათქვამს გაიგებენ - უბრალოდ ერთობი, ან მართლაც გგონია, რომ შენს ერთი შეხედვით ძალიან სერიოზულად, ან გულწრფელად ნათქვამი, რომელშიც უწყინარი ხუმრობაა "ჩაქსოვილი", გაიშიფრება.
3) ურთიერთობის ფაზის ცვლილება.
ეს პირველი პუნქტის არსს ეყრდნობა. უადგილო და არასაჭირო ფლირტი ურთიერთობის ტრანსფორმირების ეჭვის საბაბს იძლევა. ანუ, როცა ჰგონიათ, რომ მეგობრობა ინტიმურ ხასიათს შეიძენს. გამორიცხულია, იმიტომ რომ:
- მიუღებელია პიროვნების ემოციური მდგომარეობა. (საკუთარი ემოციების კონტროლის უუნარობა. უფრო სწორედ, საჭირო დროს, საჭირო ადგილას ემოციების ვუალიზაციის უნარის არქონა.) - მისი სამსახურეობრივი მდგომარეობა + შემოსავალი, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, ჩემთვის და შესაძლოა თქვენთვისაც. ანუ, როცა ურთიერთობა კარიერაში უკან გადადგმულ ნაბიჯებს გულისხმობს, რაც ყოვლად მიუღებელია. კარიერულ ზრდას და დამოუკიდებლობას არაფრით დავთმობ. + მაქსიმუმ 1000 ლარიანი ხელფასი, რომელიც ასევე კატეგორიულად მიუღებელია. - სქესი. - მორიგიი პრობლემა, რომელიც კვლავ პირველი პუნქტის მახინჯ გადმონაშთად მიმაჩნია. - ასაკი. შანსი არა ჩემი ასაკის ადამიანთან რაიმე საერთო მქონდეს. 10 - 25 წლით უფროსები მიზიდავენ.
ჩემი აზრით, სწორედ ესაა პოტენციური, ან ამჟამინდელი მეგობრობის ხრწნის მიზეზები.
This post has been edited by Mondlicht on 18 Sep 2011, 17:31
|