ადრე დავპოსტე რომელიღაც ტოპიკში მსგავს თემაზე.
საინტერესო საკითხია. მოკლედ ჯერ გასარკვევია, ვის ვუწოდებთ "საყვარელს" - ხშირ (ძნელია ამ შემთხვევაში გამოიყენო სიტყვა "იდეალური" ) შემთხვევაში ეს არის ქალი, რომელთანაც ცოლიან კაცს სიამოვნებს ფიზიკური და ემოციონალური ურთიერთობაც, შესაძლოა იყვნენ კარგი მეგობრებიც, ჰქონდეთ საერთო ღირებულებები და ინტერესები, ხანდახან საერთო საქმე (მოდი გამოვრიცხოთ ანგარება, გაჭირვება, სამსახურში დაწინაურების სურვილი და ა.შ. რაც ამ თემაში იყო ნახსენები როგორც მოტივაცია. ჩავთვალოთ, რომ სიყვარულია ამ ურთიერთობების საფუძველი ).
კაცს აქვს ემოციონალური ჩართულობაც ამ ურთიერთობებში. მაშინ, ცოლთან რაღა აკავშირებს? - ბავშვები, შეჩვევა, კომფორტი, რისი ერთობლიობაც ქმნის სტერეოტიპულ ოჯახს, რომლის საფუძველიც ასეცე სტერეოტიპული "სიყვარულია". სრულიად დასაშვებია, რომ კაცი საყვარლის მიმართაც სიყვარულის მსგავს გრძნობას განიცდიდეს, ყოველ შემთხვევაში მას ასე ეგონოს. თუმცა, კარგად თუ დავფიქრდებით, ორი ადამიანის ნამდვილი სიყვარული შეუძლებელია და თუ ადამიანს ასე ჰქონია, ეს მისი ცნობიერება ატყუებს მას, ცდილობს გაამართლოს მისი მდგომარეობა უფრო ღირსეულად, ისე, რომ თავი ძალიან ცუდ ადამიანად არ იგრძნოს. ფაქტია, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი პირველ რიგში საკუთარ თავს ატყუებს და ის, ვინც საკუთარ თავს ატყუებს, აუცილებლად მოატყუებს სხვას, ამ შემთხვევაში იმ ორივე ქალს, ვინაიდან მას რეალურად, პარალელურ რეჟიმში ორ ქალთან აქვს ურთიერთობა - ფიზიკურიც და ემოციონალურიც. ნორმალური ფსიქიკის ადამიანისთვის ეს არაბუნებრივი მდგომარეობაა, უფრო მგრძნობიარე და ფაქიზი სულისთვის - დამანგრეველიც.
მერე იმ ქალის მდგომარეობა, რომელიც საყვარლის როლშია, რომ ძალიან არასახარბიელოა, ამაშიც დამეთანხმებით. დიდი ტვირთია - პარტნიორული ურთიერთობა ადამიანების უმეტესობაში იწვევს მესაკუთრეობის შეგრძნებას, თუ კაცის მიმართ გრძნობა გაქვს, რაც არ უნდა უუფლებო იყო და ლეგალურად უფლება არ გქონდეს ეჭვიანობის, ხომ ყველამ ვიცით, რომ გრძნობების სფერო კანონებს არ ემორჩილება და სრულიად ბუნებრივია ცოლზეც იეჭვიანო, როგორც ქალზე, რომელთანაც შენი საყვარელი მამაკაცი იგივეს აკეთებს, რასაც შენთან, მასთან ძინავს, ეფერება, სექსი აქვს (როგორც წესი ასე ხდება ხოლმე ალბათ, არა??) - მიუხედავად იმისა, გაქვს თუ არა ეჭვიანობის უფლება. რომ აღარაფერი ვთქვათ დამალულ ურთიერთობებზე, იმაზე, რომ საყვარელი ადამიანი შენ გვერდით არ არის უმეტესად, ერთად ვერსად დადიხართ, უნდა აეწყო მის რეჟიმზე, როდის მოიცლის და გამონახავს დროს შენთვის, დღესასწაულები, დაბ. დღეები და ა.შ.

ცილის მდგომარეობას აღარ დავახასიათებ, მგონი ისედაც ნათელია. მოკლედ ქალიც და კაციც კარგად უნდა დაფიქრდეს და მოსალოდნელი შედეგები გააანალიზოს - ღირს კი იმ სიამოვნებისთვის, რომელიც ძირითადად თვით პროცესშია, შედეგები კი დამთრგუნველია მინიმუმ სამი ადამიანისთვის, ასეთ ნაბიჯზე წასვლა?
და ვინაიდან აქ რამდენიმე ქალმა დაპოსტა, რომ ეს მდგომარეობა გამოცდილი აქვთ, გულწრფელად და მეგობრულად მაინტერესებს - ეს ყველაფერი მათ არ აწუხებთ? (მორალური თვალსაზრისით არ ვგულისხმობ, სუფთა ემოციონალური და თუნდაც ეგოისტური თვალსაზრისით)??
ბიძინა ასეთი უბრალო ხალხიდან არის გამოსული, ამიტომ მას უფრო კარგად ესმის მათი (C) miss-marple
დიახ, ათასობით ნაბიჯს დასავლეთისკენ ვერაფერი გადაწონის (C) შავლეგა