ეჰ... ხელის ჩამორთვემაზე მე მოგიყვებით ისტორიას

მოკლედ ადრეც დავწერე ერთი ნახვით სიყვარულში რო რომ დავინახე შემიყვარდათქო

))
ხოდა ამ დანახვის მერე გადის 2 თვე ნახევარი ზუსტად და მივდივარ შვებულებაში...
თან მიხარია რომ როგორც იქნა ერთი წლის შემდეგ მეღირსა 2 კვირიანი შვებულა და დავისვენებ... თან გული მწყდება რომ 2 კვირა ვერ ვნახავ...
ე.ი. არის პარასკევი და ბოლო სამუშაო დღე შვებულებამდე... საღამოს ყველა ჩემს მეგობარს სამსახურში უნდა დავემშვიბოდო და მეორე დღეს მივდივარ ზღვაზე... სხვებთან დამშვიდობება ჩვეულებრივი ამბავია მაგრამ იმასთან... მოკლედ მთელი დღე ვგეგმავ როგორ დავემშვიდობო... როცა ზის კომპიუტერთან მაშინ მივიდე თუ როცა აივანზე იქნება მოსაწევად... გადავკოცნო თუ ჩავეხუტო... მოკლედ დიდ საგონებელში ვარ ჩავარდნილი... ძლივს მომეცა შანსი რომ გადავკოცნო და ვნერვიულობ

ხო ოღონდ მართლა ვნერვიულობ

ხოდა მოვიდა საღამო შვიდის ნახევარია და წასვლის დროა.... ვნახე ყველა დავემშვიდობე და ბოლოსთვის მოვიტოვე ''ის''... წამოხტა ფეხზე რომ გაიგო მივდიოდით და მივედი... სახეზე გაწითლებულ-გაყვითლებულ-გამწვანებულ-გალურჯებული ვარ... ხოდა მეუბნება წახვედი ხო ორი კვირითო... ხო მეთქი... გამიღიმა და ვემზადები ეხლა როდის ჩამეხუტება

)))
და იცით რა ქნა?

ხელი გამომიწოდა და ჩამომართვა