კაცები, რომლებიც ქალებს აღმერთებენ, ძალიან ბევრია. ანუ ე.წ. "მექალთანე".
ზოგადად ამაში ცუდი არაფერია, ოღონდ მანამ, სანამ თავისუფალი ხარ და არავის მიმართ არ გაგაჩნია პასუხისმგებლობა. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ასეთებს უჭირთ ხოლმე ახალ რელსებზე გადასვლა. ეს სუფთა ფსიქოლოგიური (და არა ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების) მოვლენაა. ანუ ცხოვრობ რაღაც სტილით, შეეჩვიე და როგორც ამბობენ "ჩვევა რჯულზე უმტკიცესია". მაგალითად, როგორც სიგარეტისთვის თავის დანებება.
თანაც, როდესაც ვამბობთ, კაცის მიერ ქალების გაღმერთება, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ, იმიტომ რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია. როგორ შეიძლება რამოდენიმე ქალი გააღმერთო - მეორეს გაღმერთება ავტომატურად გამორიცხავს პირველის გაღმერთებას. ამიტომ მე წინადადება - "კაცი რომელიც აღმერთებს ქალებს" გავიგე, როგორც "ქალებში მოსიარულეს რეპუტაციის მქონე მამაკაცი." ასეთები კი თავზე საყრელია.
ანუ არსებობენ

ნამდვილ მამაკაცს უნდა შეეძლოს ქალის გაღმერთება, მაგრამ მხოლოდ ერთის.
This post has been edited by Robert De Niro on 26 Dec 2012, 13:00