alahambraიქ მინდოდა მიმეწერა თავდაჯერებული ქალი არ აპატიებსთქო და ნეტა რატომ არ დავწერე

საქართველოში ძალიან ბევრია საყვარლის ყოლასაც რომ პატიობს...
ასე არიან გაზრდილები... რომ ოჯახი წმინდააა და ღალატის გამო არ უნდა დაანგრიო...
ბებიაჩემიც მასე არ "მზრდის" ?
კაცი გაიგულავებსო კაცო რა მოხდა მერეო...
არადა მის ქმარს ერთხელაც არ უღალატია მისთვის რა ენაღვლება
მამაჩემიც მაგ აზრზეა... გაგულავება უნდა აპატიო, საყვარელი არაო
ჩემმა მტერმა უსმინა ამათ
ძირითადი მოტივი ისაა რომ ვერ აბიჯებენ ოჯახს...
ასაკსაც გააჩნია... აი ახლა ვინც 30 წლამდეა იმათ უადვილდებათ ოჯახის დანგრევა, ჩვენი დედების თაობებს არა, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება და ოჯახის შერცხვენა და შვილებს ხომ მამა უნდათ და ცოლს მარჩენალი...
მე ჯერ ოჯახის შექმნა გამიჭირდება რამდენი ფიქრი მომიწევს გავაწამებ საწყალს და მერე მისი დანგრევა ხო საერთოდ...
ვიცი რომ ღალატს ვერ ვაპატიებ... იმიტომ კი არა რომ ვიღაცასთან მიქარა... იმიტომ რომ ოჯახს არ სცა პატივი...
მოაზროვნე ბიჭი ვერ ვნახე... გააზრებული რომ აქვს რას ნიშნავს ორი ადამიანის ურთიერთობა და რამხელა მოთმინება და დაფასების უნარი უნდა გქონდეს რომ ბედნიერი ოჯახი შექმნა....