აი ზუსტად გითხრა აქ სალამანდერმა.
მე არ ვარ 29 წლის ჯერ მაგრამ რომც ვიყო ამაზე არ ვიდარდებდი. ჟერ ადრეა. ჩემს გარშემო ქალები გაცილებით გვიან თხოვდებიან.
ჯერ ერთი ის დაასაბუთე შენს თავთან თუ რატომ გინდა გათხოვება. იცი ეს ჯერ? გაანალიზე მართლა შენ გინდა თუ საზოგადო წნეხის გამო გინდა. პასუხი მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ზუსტად ამაში იმალება პასუხი შენს შეკითხვაზე.
ჩემი თეორიით ნებისმიერი ქალს შეუძლია გათხოვება თუ მას უნდა და თუ მართლა გინდა მოახერხებ კიდეც. ჩემი გამოცდილებით კაცის დათრევას ჭირდება 30 წამი. პირველი შთაბეჭდილება წყვეტს ყველაფერს. აუცილებელი არაა რომ მოდელი იყო კაცზე შთაბეჭდილება რომ მოახდიონო. ნებისმიერი ქალს შეუძლია შთაბეჭდილების მოხდენა თუ კარგად გამოიყენებს იმას რაც ააქვს.
tips:
1. დაიმახსოვრე რომ მამაკაცი რაც უნდა განათლებული იყოს პრიმიტიული არსებაა და შესაბამისად პრიმიტიულად უყურებს ქალს. ანუ როცა მისი მოხიბლვა გინდა ტვინის დღვნაზე უფრო ეფექტური წითელი მანიკიურია. წარმოიდგინე აზიატი მამაკაცი. დაიმახსოვრე რომ როცა საქმე ქალზე მიდგება მამაკაცების უმეტესობა აზიატია ანუ პრიმიტიული ინდივიდი

. ჩამქოლავენ ამის თქმაზე მაგრამ მართალია.
2. ყველა დღე დაიზილე კანი სურნელოვანი ზეთით ან ქოქოსის კარაქით, ან რაიმე ლოსიონით.... გამომწვევი თეთრეული ჩაიცვი. თუნდაც არავის ელოდებოდე და თუნდაც გარედან ძონძები გეცვას ყოველდღე ჩაიცვი უსექსუალურესი თეთრეული, ლამაზი ლიფი, ტანგა ან სხვა რაიმე სტილი. საერთოდ ჩემი იდეიით როცა ქალი მოწესრიგებული ხარ ამ მხვრივ უფრო გამბედავი ხარ რომ იმისკენ მიისწრაფო რაც შენ გინდა.
3. თუკი სადმე შეკრება / შეხვედრაზე ხარ და ვინმე მოგეწონა, გნურჩევლად ასაკისა, კანისა დაჯე ცოლიანი არის თუ არ არის... მიდი და გამოელაპარაკე. იყავი გამომწვევი ჯესტებით და საუბრის ტონით მაგრამ არა სიტყვებით! მიეცი კაცს საშუალება რომ იფანტაზიოროს, დაე იფიქროს რომ მან შენ მოგხიბლა. ოღონდაც ნუ მისცემ საშუალებას რომ ამით დატკბეს ანუ მოახერხე რომ დაძვრე ან საუბრის მოულოდნელი გაწყვეტით ან გეჩქარება სადმე მოკლედ შენ იცი

თუ დააინტერესე და თუ უნდა ისევ განიცადოს შენით აღტაცებულობის გრძნობა დაე თავად დაგეკონტაქტოს....
4. რაც უნდა გინდოდეს გათხოვება ისეთ კაცს ნუ შეხედავ ვისაც საკუთარ თავზე ან ძალიან დაბალი ან მაღალი წარმოდგენა აქვს.
5. უთხარი ერთხელ პირდაპირ რომ გათხოვება გინდა მაგრამ ნუ ჩამოუგდებ ქორწილსზე საუბარს ხშირად, რადგანაც კაცებს ჰგონია რომ ხაფანგს უდებ

. თავად დებილები არ არიან და იციან ძალიან კარგად როდის არის საჭირო ცოლის მოყვანა, გათხოვება, ბავშვები და ა.შ. ასე რომ თავად გთხოვს თუ უნდა...
6. იყავი უდარდელი, ანუ შეირგე მასთან ურთიერთობა. ისე იყავი თითქოს ეს შენი ბოლო დღეა მასთან. საერთოდ იყავი პოზიტიური ადამიანი რადგანაც პოზიტიურობა ბევრს იზიდავს.
7. შეეცადე იყო გარეგნულად მოწესრიგებული და მე არ ვგულისხმობ რომ იყო მოდელივით. იცოდე რაში მდგომარეობს შენი მომხიბვლელობა და ყოველთვის ხაზი გაუსვი ამას. ანუ თუ იცი რომ გაქვს ლამაზი თვალები, ყოველთვის წაისვი რაიმე ლამაზი ტენი ან რაღაც ესეთი რაც მომხიბლაობას უფრო გააუმჯობესებს, რაც არ გაქვს კარგი არ დამალო. ანუ ვთქვათ გაქვს დიდი ტრაკი, ეს იმას არ ნიშნავს რომ სპორტულებით იმოძრაო ქალაქში რადგანაც არაფერი არ გეტევა. პირიქით, რაც არ გაქვს კარგი შეეცადე რომ მოწესრიგებულად იყოს. პირადი მაგალითიდან გეტყვი: ვიცი რომ არ მუქი სახის კანი რომელიც არ მომწონს - შემიძლია რომ ტონალური წავისა მაგრამ ამის ნაცვლად არაფერს ვისვამ სამაგიეროდ მაქვს ჯანსაღი კანი ანუ არც ერთი მუწუკი საერთოდ!!! ერთიც რომ გამომივიდეს ეგრევე ექიმთან მივდივარ. ასე შეხედე შენს ნაკლს. ნუ დაფარავ იმიტომ რომ კაცმა კარგად იცის რასაც ფარავ და კაცებს არ მოსწონს გოგოები რომლებიც არ არიან დარწმუნებულები საკუთარ თავში.
დანარჩენი ყველაფერი სიტუაციიდან გამომდინარეობს. თუ გყავს ვინმე კონკრეტული დაპოსტე და უფრო კონკრეტულად დაგეხმარებით...