FireStorm არ მინდოდა მეპასუხა მაგრამ ცოტა არი იყოს ნერვები მომეშალა ამ შენი "გაგებით"
ტაკს:
ბავშს რომ აჩენ აუცილებელი არაა რომ ტკივილი იგრძნო შესაყვარებლად. 9 თვე მუცლით ატარებ და ეს სამყოფი დისკომფორტია თუ ამაზე მიდგა საქმე. სიყვარული იმიტომ არ გაქვს ბავშვის მიმართ რადგანაც გააჩინე. აბა ვითომ იმ დედებს ვისაც ბავშვი აყავთ არ უყვართ თავიანთი შვილები? რამოდენიმე წყვილი ვიცი საქართველოში ბავშვი რომ იშვილეს და მათ სიყვარულს სხვა ყწვილების სიყვარლუს ვერაფრით გაარჩევ.
შვილის აღზრდა მასთან 24/7 ყოფნა არაა. მეცნიერულად დამტკიცებულია რომ ბავშვებს სხვა ბავშვებთან კონტაქტი რომ ჰქონდათ ადრეულ ასაკში უფრო სტაბილური ფსიკიკა უყალიბდებათ. მთავარია რომ მასთან იყო როცა სჭირდები და არა ყოველთვის. ძალიან ნორმალურ ფაქტად მიმაჩნია რომ 2 წლის ასაკიდან ბავშვი ბაგაში მიაბარო.
ქალი მხოლოდ დედა არაა. ქალი ჯერ არის ადამიანი, მერე ქალი და მერე დედა. როგორც ყველა ნორმალურ პიროვნებას უნდა ჩამოყალიბება ასევე ქალს. ალბათ შენ იმ კატეგორიას მიეკუთვნები ვინც ფიქრობს რომ ქალი სრულფასოვანი ადამიანი არაა. საერთოდ არ უშლის ბავშვის ყოლა დაქალების და მეგობრების არსებობას. ასევე კაცი არ არის მანქანა რომელსაც მხოლოდ მუშაობა ევალება და სახლში ფულის შემოტანა. მეგობრებში გართობა, ფეხბურთის ყურება და ლუდის სმა არ გამორიცხავს იმას რომ მამაკაცი კარგი მეოჯახეა!
უკვე გითხრეს ამის შესახებ და გაგიმეორებ: ცოლ-ქმარმა ერთად უნდა გადაწყვიტონ სად იცხოვრებენ და სად წავიდნენ საერთო ოჯახური კეთილდღეობის მისაღწევად. ვინ ვის გაყვეს კი არა ეს უნდა იყოს საერთო გადაწყვეტილება და არა მხოლოდ კაცის.
შენი გაგებიდან გამოჩნდა რომ ცოტა მომურთაზო შეხედულება გაგაჩნია. კაცი არ უნდა ავალდებულებდეს ცოლს რაიმეს და შესაბამისად არც ცოლი უნდა ავალდებულებდეს. ფულს რაც შეეხება კიდე, გააჩნია ამასაც! თუ ქალი კაცზე მეტს გამოიმუშავებს შენი ლოგიკით სახლში უნდა დამჯდეს და საჭმელების კეთება დაეწყოს ?

ცოლ-ქმარმა ფინანსურ საკითხები ერთად უნდა განაგონ და არა რომ კაცი სამსახურში მიდის და ცოლი თბილ საჭმელებს ახვედრებს დღის შემდგეგ. თბილი კერძის დახვედრებას წყვეტს ის ვინც უფრო ადრე მოდის სახლში და ვის ქონდა დატვირთული დღე და არა ის რომ მე ქალი ვარ და კუხარკა ვიყო სახლში! ასევე უნდა იყოს საოჯახო საკითხები გაყოფილი ცოლ-ქმარს შორის.
შენი ტიპური პასუხი ალბათ ის იქნება რომ ეგეთ კაცს ვერ ვიპოვი რომელიც მე როგორც თანასწორს ისე შემხედავს. საერთო ჯამში ძალიან ფეხებზე მკიდია ეს ყველაფერი. მე უკვე შევარჩიე პარტნიორი ვისთანაც შვილების გაჩენა მინდა და მადლობა ღმერთს რომ ნორმალური აზროვნება და გაგება აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით

ასე რომ წარმატებები შენ!!!
This post has been edited by lovelock on 28 Jul 2013, 19:00