სტანდარტული სიტუაციაა,
როცა ლამაზ სხეულში სული კი შეიძლება მართლაც ლამაზია
(პრინციპში სული ყველა ლამაზია თავისებურად), მაგრამ ტვინი ფუფალობასაც ვერ ქაჩავს...
შენ წარმოიდგინე ცდებოდი, როცა ფიქრობდი რომ მაგ გოგოს დაბალი თვითშეფასება აქვს.
თვითშეფასების კრიტერიუმი ის კი არაა _ რასაც სარკე გიჩვენებს ჩახედვისას შენც იგივეს ხედავ თუ არა,
არამედ ის, რასაც სარკეში ჩაუხედავადაც ხვდები ან ზუსტად, ან ამეტებ. ეგ გოგო კი არ ამჟღავნებდა, მაგრამ
ამტებდა და საერთოდაც არ უნდოდა სარკეში ჩახედვა.
რაც ერთხელ ჩაახედეს ბავშვობაში და დაანახეს (დედამისმა), იმ ანარეკლს ხედავდა მთელი ცხოვრება.
არის ქალების ეგეთი კატეგორია, რომელმაც რამდენი წიგნიც არ უნდა წაიკითხოს, რამდენი ფილმიც არ უნდა ნახოს,
რამდენი ქვეყანაც არ უნდა მოინახულოს, რამდენი დისერტაციაც არ უნდა დაიცვას და რამდენი აღმოჩენაც არ უნდა
გააკეთოს ცხოვრებაში, უზენაეს გვირგვინად თავისი ცხოვრებისა მაინც იმ ადრეულ გოგოშკურ ასაკში
ტვინში ჩაპროგრამებული ვირტუალური სპისოკები და სეხედულებები მიაჩნია და ამას კაცის ხელი აღარ შველის;
მაგას შველის მარტო ცხვორების მიერ გაწნული აი როგორი სილა იცი, ცხოვრების თითები სახეზე კი არა ჰაბიტუსზე რომ ემჩვნევა სამარადჟამოდ : )
ზოგი იმსახურებს მაგ ბედნიერებას _ადრე თუ გვიან თვალის ახელისას, ზოგი არა.
ახლა კითხვა შენ? იმ ეტაპზე, როცა ამ გოგოს ცვლიდი, როცა მასზე ზეგავლენას ახდენდი,
ასე ვთქვათ როცა "თვალში გამოახედე და ცხოვრება დაანახე", მაგ დროს არ გრძნობდი ერთგვარ უხერხულობას იმის გამო
შენ ფაქტიურად შენივე ხელით აშენებდი იმ სამყაროს, სადაც მას გინდოდა ეცხოვრა?
თუ არ გრძნობდი, ესე იგი ეგოიზმმა დაგძლია : ) აი რომ გეგრძნო, იმის სევდა უფრო დაგძლევდა, რომ ამ ცვლილების მერე
ის ის აღარ იქნებოდა, ვინც შენ გინდოდა აღმოჩენილიყო მაშინ, როცა პირველად დაინახე აუდიტორიაში...
მაგიტომ არ მჯერა ლაფართკით და ქაფჩით აშენებული ამიკოწიწებული ურთიერთობების.
რა რა და სიყვარული მაინც არ უნდა ხდებოდეს თავისით და ამ ცხოვრებაში მაგის დედა კი ვატირე მაგისი, ჰაა? :დ
და თუ ორი მაგნიტი ერთმანეთს არ იზიდავს, ესე იგი უკუღმა არიან განლაგებული და აღარ ღირს წვალება.
უმადურობაზე არ გაგიკვირდეს. ქალების უმეტესობას და მით უმეტეს მასეთ ქალს უანგარო და გუწლრფელი ტიპის კაცი შეუძლია მხოლოდ
შეაფასოს და არა დააფასოს, შეამჩნიოს და ვერ დაინახოს, იცნობდეს (თუნდაც კარგად) და ვერ შეიცნოს.
(პრინციპში კაცების მხრიდანაც იგივე არაა?...)
იდეალური დამთხვევა ერთეულებშია...
ასე რომ მაგაზე გული არ დაგწყდეს, რაც მოცომულობაა მასეთ ქალთან ურთიერთობაში, იმას ანომალიად ნუ ჩაუთვლი : )
ეგრე არსებობენ.
ადრე თუ გვიან იჩენდა მაგ გოგოს ეგ ღრმა კომპლექსები თავს და დღეს რომ ხარ ასეთი შედარებით
ინდიფერენტული ვერ იქნებოდი მერე : )
მოკლედ გილოცავ უკეთესი გოგოს პოვნის შანსს

აშკარად იმსახურებ