"ეე, რეზერვში რა პონტი ვარ ჩმდდშც, შენ გოგო აზრზე ხარ მე ვინა ვააარ?
სადაც შეგეხე იმ ადგილებს არც უნდა იბანდე ქალოო

" _ ეს პოზიცია უნდა მქონდეს?

მჯობნის მჯობნს რა დალევს.
თუ აღმოვაჩენ რომ რეზერვში ვარ, არ გამიტყდება, სტიმული მომეცემა

მაგ სტიმულით (არა მხოლოდ რეზერვის, არამედ ზოგადად არაპირველობის გააზრებით გამოწვეული სტიმულით) ბევრი რამე გამიკეთებია.
პლუს, იმასაც გააჩნია ვის მიერ ხარ რეზერვში. თუ ადამიანს შენზე არაუმეტეს საფეხურზე (ნებისმიერ გაგებით) მყოფი ტიპი
ხელოვნურად გამყოფებს რეზერვში რომ ან თვითვშეფასება აიმაღლოს ან იმიჯი შეიქმნას (რომ დაჟე შენც კი რეზერვში ყავხარ :დ),
ეგ უკვე შენი კი არა მის მიერ საკუთარი თავის დარეზერვებაა. თანაც სამუდამოდ
მოკლედ, მე ამ ფენომენში დადებითს უფრო მეტს ვხედავ, ვიდრე ტრაგედიას და ადამიანის შეურაცხმყოფელ გარემოებას.
ნუ რა თქმა უნდა აქ არ ვგულისმხობ რომ ნებისმიერი იმსახურებს რეზერვში ყოფნას. ადამინი რომელიც სრულად გაკმაყოფილებს,
გიყვარს ან უბრალოდ კარგი ურთიერთობა გაქვს და რეზერვსა და ქვედანაყოფზე არც კი ფიქრობ, რა თქმა უნდა არ იმსახურებს ამას.
საუბარი მაქვს ისეთ შემთხვევებზე, როცა რეზერვის არსებობის ფაქტი უკვე თავისთავად მეტყველებს იმაზე,
რომ ესე იგი იყო კიდეც მისი საჭიროება და გაჩენის ლოგიკური მიზეზიც სადღაც იქვეა
This post has been edited by SCO on 17 Sep 2013, 20:02