მე 21 წლის ვიყავი რომ მოვიყვანე, მაშინ არ მქონდა არც სამსახური და არც უახლოვეს მომავალში იმედი ან პერსპექტივა მუშაობის (ნუ ჩემთან სხვა მიზეზი იყო, 4 წელი მიყვარდა, მოსკოვში ცხოვრობდა ოჯახით, იშვიათად ჩამოდიოდნენ აქ და კიდე რო არ წასულიყო, უბრალოდ ვეღარ გავძლებდი და გადავწყვიტეთ ქორწილი) მშობლები გვერდშI დამიდგა, მე მართალია უმUშევარი ვიყავი, მაგრამ ოჯახში 3-4-5 კაცის რჩენის პრობლემა არასოდეს გვქონია, მართალია მაგრად მიტყდებოდა, რომ თავიდან მშობლების კისერზე უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ პლიუსი დიდი ქონდა ამ ნაბიჯს, თავიდან ვფიქრობდი რომ ცოლს არ მოვიყვანდი მანამ სანამ კარიერას არ ავიწყობდი, მაგრამ მივხდი რომ ეს ყველაფერი სისულელეა და რატომ, იმიტომ, რომ საქართველოში (საქართველოს ეკონოკიმური განვითარების მხრივ) კარიერა შეიძლება ადამიანმა ვერასოდეს აიწყო და იყო საშუალო ხელფასზე ან ორ სამსახურს მიჯაჭვული, 60%-ს ერთი სამსახურიც კი არ აქვს და ეს არ ნიშNავს იმას რომ დებილია და იმიტომ არის უმUშევარი, ფაქტიურად სამუშაო ადგილები არ არის იმ რაოდენობით, რომ ყველა დასაქმდეს (მნიშვნელობა არ აქვს რა სფეროში) პლიუს ყველა ბიზნსმენი ვერ გახდება, იმისთვის ადვილია ეხლა იმის თქმა რომ სამსახურის შOვნა ადვილია ვინც ეხლა მუშაობს და კარგად არის, მარა მე ჩემს ტყავზე გამოვცადე ეს ყველაფერი, 300 ლარიანი სამსახურის შოვნას არ ქვია სამსახური, რადგან ჩემს ოჯახში 300 ლარი მარტო გაზის გადასახადია თვიდან თვემდე გადასახდელი და რა ოჯახის რჩენაზეა აქ საუბარი...
პლიუსი კი ის ქონდა რომ სტიმული ბევრად დიდი მომეცა სამსახურის, კარიერის, როცა ცოლი გყავს და იცი უნდა არჩინო, უყიდო სხვადასხვა საჩუქრები, გაანებივრო, ბავშვის რჩენა, გადასახადები - ეს ყველაფერი ხარჯია და საკმაოდ დიდი, მაგრამ როცა მოვიყვანე სტიმული მომეცა რაღაც ფანტასტიური და ყველა საქმეს (ნორმების ფარგლებში) ვკიდებდი ხელს რაც შეიძლება მეტი მეშოვნა და მეტი საჩუქარი გამეკეთებინა რათა თავი უბედნიერეს ქალად ეგრძნო, დღეს კი ვარ უბედნიერესი ადამიანი, მყავს უსაყვარლესი მეუღლე, ორი ანგელოზი და გვინდა კიდე მინიმუმ ორი შვილი, ოჯახი უზრუნველყოფილი, ბავშვები და მეუღლე საჩუქრებით განებივრებული, ერთი სიტყვით სრული იდილიაა...
ეხლა რომ გადავხედავ ხოლმე წარსულს, როგორი ვიყავი ადრე და როგორი ვარ ეხლა, მხოლოდ იმას ვფიქრობ 4 წელი რატო ვუცდიდი რატო უფრო ადრე არ მოვიყვანე მეთქი, რადგან რომ არ მომეყვანა ცოლი შეიძლება დღეს კარიერა და საქმე კი არა ვიღაც "ფეხებზე მკიდია როჟა" ვიქნებოდი, რომელსაც ფულიანი მამიკო ყავს და არ ადარდებს არაფერი (შეიძLება არც ვყოფილიყავი ეგრე მარა გამორიცხული არაფერია)
ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ როცა გიყვარს უზომოდ, არ უნდა დაკარგო, თუ უყვარხარ გაგიგებს, გამოგყვება, ერთად იბრძოლებთ და მიაღწევთ რაღაცას, ბევრი მინახია სანაცნობო წრეში, კარიერის ლოდინში გაუშვიათ სიყვარული და დღეს 40 წლისები არიან, სამსახური და ფული აქვთ მარა იხვეწნებიან ნეტა ვინმე გამომყვეს ცოლად სიყვარულის დედაც, ბავშვი მინდა და მომავალი მინდაო, გალოთებლები არიან და ა.შ
კარგ მტქმელს კარგი გამგონე უნდაო - ამიტომ არ გამიგოთ ცუდად, არ ვგულისხმობ იმას რო სხვაც გალოტდება, იქნებ მეტსაც მიაღწიო, მაგრამ თუ გული გიყვარს და გინდა უბედნიერეს ქალად აქციო, მისი ცოლად მოყვანა ყველაზე დიდი სტიმული უნდა აგხდეს კაცისთვის წინსვლის. კიდევ ერთი დიდი პლიუსი ის არის რომ ახალაგზარდა მამიკო ვარ, შვილს მეგობრულადაც დავუდგები გვერდით, იმის თავი მექნება ფეხბურთი და კალათბურთი (საერთოდ სპორტი) ვეთამაშო, მასთან ერთად ვივარჯიშო, ვირბინო, ძმაკაცური რჩევები მივცე, ანუ ჩემთვის ეს კიდე ერთი პლიუსია ვიყო ახალგაზრდა მამა. იმის ხალისი მექნება და შელება, რომ ბავშვს ავყვე რაღაც სიგიჟეში და არა ვუყვირო ყველაფერზე რადგან მე იმის თავი არ მექნებოდა რომ მას ავყვე.
ნუ ერთი სიტყვით, ადამიანს გააჩნია თორე დიდი პლიუსები აქვს ადრეულ ქორწინებას თუ მართლა გიყვარს, მზად ხართ გადაიაროთ ერთად "შავი ზოლი" და არ დაკარგოთ უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის სურვილი და ძალა