#40191312 · 13 Mar 2014, 20:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სიზმარა
QUOTE | ვისაც ჰგონია რომ, ნაბოზარს სათნო ადამიანად აქცევს ეგ მისი პრობლემაა |
ჩემს ღმერთს ქრისტე იესოს ეგონა და განა მხოლოდ ეგონა, აქცია კიდეც, მარიამ მაგდალინელი ყოფილი მეძავი იყო, დღეს წმინდანია. მეძავებთან და მებაჟეებთან იჯდა ის და ჭამდა პურს, აი როგორც შენ და ტდდ ტეხთ სკანდალს "არიქა სულით ნაბოზვარიო" სწორედ მსგავსი სკანდალი ატეხეს ფარისევლებმა, პასუხად გაეცათ, "მკურნალი სნეულს ჭირდება:.
QUOTE | რაღაცის სწავლაა არაა სამარცხვინო, მაგრამ ქალმა თუ არაფერი არ იცის, გამოდის რომ სრული არარაობაა და არარაობა როგორ უნდა შეიყვარო ამას ვერ ვიგებ. |
სულ არაფერი როგორ არ იცის? სეიფში არავინ გაზრდილა. ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ეს ცოდნა ჩემს პრინციპებთან და შეხედულობებთან უნდა მოვიყვანო ხოლმე ჰარმონიაში, მარტო ქალზე არ მაქვს საუბარი, ეს მეგობრებსაც ეხებათ, როდესაც ჩემმა მეგობარმა არ იცის ის, რაც მე ვიცი, ვუზიარებ ჩემს ცოდნას, აგრეთვე მისგანაც ვსწავლობ იმას რაც მე არ ვიცი.
QUOTE | დავიცავ კიდეც საყვარელ ქალს, ბევრს მოვეფერები და ვუერთგულებ .
მაგრამ მზარავს იმის გააზრება, რომ ქალს ადამიანობა უნდა ვასწავლო და უკვე არარაობად გაზრდილი |
ადამიანობის სწავლებას ვერ შეძლებ, ყველა ადამიანში ჩადებულია მუხტი, სინდისს ეძახიან, მხოლოდ ის უნდა გააღვიძო დანარჩენს თავად ბუნება ასწავლის ადამიანს და ცხოვრებისეული გამოცდილება, ეხლა რომ მაგ პატარა გოგოს მივარდეს საზოგადოება და დედა #####ნას იმის გამო რაც ჩაიდინა, მისგან მართლაც ჩამოყალიბებულ მეძავს მიიღებ, ასე რომ ეს გარიყვა ადამიანებისა, ეს მე უფრთო ანგელოზი ვარ ის ბოზია ბაზარი უდონობაა და გავს ამ ამბავს: 2. დილით კი კვლავ მიბრუნდა ტაძარში და მთელი ხალხი მივიდა მასთან. დაჯდა და ასწავლიდა მათ.
3. ხოლო მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომელიც მრუშობისას შეეპყროთ, შუაში დააყენეს
4. და უთხრეს იესოს: მოძღვარო, ეს ქალი მრუშობისას შევიპყარით;
5. მოსემ კი რჯულში გვამცნო ამნაირების ჩაქოლვა; შენ რაღას იტყვი?
6. ხოლო ამას საცდუნებლად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი დაედოთ მისთვის. იესო კი დაბლა დახრილიყო და თითით რაღაცას წერდა მიწაზე.
7. მაგრამ რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, წამოიმართა და უთხრა მათ: ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა.
8. მერე კვლავ დაიხარა და მიწაზე წერა განაგრძო.
9. ხოლო ისინი, ამ სიტყვების გაგონებისას, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიფნენ. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომარე ქალი.
10. წამოიმართა იესო და რაკი ქალის გარდა ვერავის მოჰკრა თვალი, უთხრა მას: ქალო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?
11. მან კი მიუგო: არავინ, უფალო, და უთხრა მას იესომ: არც მე განგსჯი. წადი და ამიერიდან ნუღარა სცოდავ.
12. ხელახლა მიმართა იესომ და უთხრა მათ: მე ვარ ნათელი ქვეყნისა; ვინც გამომყვება, ბნელში კი არ ივლის, არამედ ექნება სიცოცხლის ნათელი.
13. ფარისევლებმა უთხრეს: შენ თვითონ მოწმობ შენს თავზე, ასე რომ, შენი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი.
14. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ჩემს თავზედაც რომ ვმოწმობდე, ჭეშმარიტია ჩემი მოწმობა, რადგანაც ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ; თქვენ კი არ იცით, საიდან მოვსულვარ და სად მივალ.
15. თქვენ ხორცისამებრ სჯით, ხოლო მე არავის განვსჯი.
განსაკუთრებით ამ სიტყვებს მიაქციე ყურადღება:
15. თქვენ ხორცისამებრ სჯით, ხოლო მე არავის განვსჯი.
პ.ს მე ამ განყოფილებაში ჩემი მისია შევასრულე, აწი მხოლოდ დაგაკვირდებით აღარ დავპოსტავ სხვა მიზნები მქონდა აქ.
--------------------
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში სადაც ტყუილი მართალს გავს, ხოლო სიმართლე კი სიცრუეს.
|