styleeსასწაულები არიან

ლამაზ ადამიანს არ აქვს ეროვნება, არც ეშხიანს, არც კაი ტიპს, ჩემთვის.
სქესის მიუხედავად.
მომწონს და დამთავრებულია.
ადრეც მოვყევი ეს ისტორია, აქ

))
ჰურგადაში, 2012-ში მოვხვდი.
ვისვენებდით "ჰილტონში".
სხვა სასტუმროებთან შედარებით მაღალი კლასის სასტუმროა და ალბათ ამიტომ, ბევრი ფინანსურად შეძლებული ადგილობრივი არაბი ისვენებდა ჩვენთან.
"გამოსული" ეგვიპტელები, მოკლედ

ერთი წლის გაშორებული ვიყავი ქმარს და იმდენად დიდი სტრესის ქვეშ, რომ ადამიანებს ვერ ვამჩნევდი ქუჩაშიც კი.
პლაჟზე, აუზზე, რამდენიმე იმდენად სიმპათიური ტიპი მოძრაობდა, გამოვშტერდი.
მეთქი, ჩემმა ჰორმონებმა ფუნქციონირება განაახლეს
დახვეწილები.
არც ხამებივით იქცეოდნენ.
მე წონის კომპლექსი მქონდა, მაშინ და ჩავთვალე, რომ ასეთ მაგარ ბიჭებს არ მოვეწონებოდი და არ ვეპრანჭებოდი.
დურა
ბარმენი იყო პატარა, წვრილი ბიჭი

და სამაგიეროდ ის დაიღვარა კომპლიმენტებით.
კოქტეილს მჩუქნიდა ხოლმე, ნინა დაარქვა.
ძაან ცოტას ლაპარაკობდა.
ყველა ქართველ გოგოს ასეთი ლამაზი თვალები აქვსო?
მეთქი, დიახაც.
ძალიან ლამაზი ხალხია ქართველები, იცი რა ბიჭები გვყავს-თქო?

( გაუხმეთ თავი

)))))
წელს ვაპირებ, ისევ.
სხვა თვალით უნდა შევხედო, თან ცოტა გავხდი

პ.ს. უი, არცერთს ჰქონდა გრძელი თმა, თემას რომ არ გავცდეთ
This post has been edited by კაქტუსი on 21 Jan 2015, 18:10