saliliza1ეს ?
მე შენ მიყვარხარ !!!
არ გჯერა ?
ვიცი რაღაც დაკარგა ამ სიტყვამ ოცდამეერთე საუკუნეში , თითქოს გაიცვითა
და აღარავინ იჯერებს . ხომ შენც ასე ფიქრობ და ალბათ ამიტომ ხარ ასე შორს
და არ გჯერა ჩემი .
მე კი... მე კი ისევ იმის თქმა მინდა რომ....
მე შენ მიყვარხარ !
ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემს ირგვლივ, შენს გარეშე . ურთიერტობას ვეღარ
ვახერხებ ვერც სულიერთან და ვერც უსულოსთან . ისინი მე გამირბიან . თითქოს
დაიცალა მთელი სამყარო და დავბორიალობ უსახო სიცარიელეში . დილით რომ
ვიღვიძებ , საშინელი სევდა მომყვება ხოლმე სიზმარეული ქვეყნიდან .
ყოველ ღამე სიზმარში გხედავ , ისეთს როგორიც იყავი .
დილა არის.... თოვს....
პანჯრიდან გხედავ , რომ ჩემი სახლის წინ დგახარ და მელოდები .
თოვს.....
ზეცა ნებივრობს , თეთრი ფანტელებით გეალერსება , სახეზე გათოვს . მე სახლიდან
გიყურებ და კარგა ხანს გარეთ არ გამოვდივარ . ამ წუთში შენ ზეციდან
მოფრენილ ანგელოზს გავხარ . დგახარ ჩემს პანჯარასთან და მელოდები .
სახეზე გათოვს , შენ ზეცაში იყურები და გეჩვენება , რომ მაღლდები ,
ზემოთ მიფრინავ..... ასე ხდება როცა ადამიანი ცაში იყურება, ძირითადად
ბედნიერია ამ დროს , მაგრამ ეს ხომ სიზმარია ..... ეს ხომ უბრალოდ
ჩემი წარმოსახვაა , სამწუხაროდ ესეა . რა ბედნიერებაა არა როცა იცი ,
რომ ადამიანს საკუტარ თავზე მეტად უყვარხარ და დღის დიდ ნაწილს
შენტან თუ არა , შენზე ფიქრში მაინც ატარებს..... რა კარგია არა როცა
ადამიანი გიკითხავს , როცა დააინტერესებს რას აკეთებ, სად ხარ .....
მაგრამ ასეთი სიყვარული მხოლოდ ერთეულებს ხვდებათ სამწუხაროდ .
ხანდახან წარმომიდგენია მომაკვდავი ჩემი თავი პალატაში , ხელში
შენი ხელი მიჩირავს და გემშვიდობები , ხანდახან ბედნიერ სიკვდილს
ვნატრობ. როცა იცი რომ შენი წასვლით გული დაწყდება ბევრ ადამიანს ,
იცი რომ ის ერთი რომელსაც მთელი ცხოვრება შეწირე, მწარედ იტირებს.
სისულელეა რასაც ვამბობ ალბათ...... უბრალოდ მე არ მქონია ცხოვრებაში
ბენდიერი წუთები. ეხლა ისევ მარტო და გაურკვევლობაში ვარ.
არ მინდა ყოველი დილა ერთნაირად მითენდებოდეს, არ მინდა პანჯრიდან
გახედვისას იგივეს ვუყურებდე რასაც გუშინ, არ მინდა დაღამება
ძველებურად მეზიზღებოდეს, არც ის მინდა ისე ვიძინებდე, რომ შჰენი
ხმა არ მესმოდეს...... ეხლა ჩაფიქრებული ვზივარ და იმ ლამაზ სიზმრებს
ვიხსენებ, სადაც მთავარი როლი გაქვს შესრულებული .
მე დაველოდები დღეს რომელიც სხვანაირად გათენდება ..... დაველოდები
იმ დღეს რომელიც კარგად დამთავრდება...... და იმ დღეს როცა უკან
გახედვისას სევდა არ მერევა.....
29.12.2009 თბილისი
ქალი რო გაგგიჟებს ასე იზავ
This post has been edited by JamesDorado on 19 Nov 2015, 23:04