ეს უკვე დაგიტლერკაპუტებაა.
მე მანქანის კომპლექსი მაქვს პატარაობიდან. დღემდე განვიცდი მის გავლენას, როდესაც სტუდენტი გავხდი ჩემებმა გადაწყვიტეს მანქანა უნდა ეყიდათ ჩემთვის. (ნუ ახლაც არ მესმის რად მინდოდა ლაწირაკს მანქანა!), მაგრამ მაშინ კატეგორიული უარი ვთქვი. გამოვაცხადე სხვისი ფულით ნაყიდი ბენზინი არა მინდათქო. რაც ვიცოდი ტარება ისიც დავივიწყე.
კომპლექსი კი იქედან მოდის, რომ მამაჩემს ყველგან მანქანით დავყავდი, მაშინ როდესაც ჩემი თანატოლები ხან ტროლეიბუსებით და ხან ფეხით დაჟრიამულობდნენ. რამდენჯერ გვიან გავდიოდი გასახდელიდან რომ სხვებს არ დავენახე. ზოგჯერ მამაჩემს მეორე კარიდანვეპარებოდი და ფეხით მივდიოდი სახლში, ვითომ მანქანა ვერ შევამჩნიე.
ერთხელ კი ჩემს ცეკვის მეწყვილეს ასე უთხრეს გამოტყდი გოგო მოწგონს თუ მანქანაო. აი მანდ მომეკითხა ფსიქოლოგიურად.
მას მერე მანქანა გახდა სიმბოლო მამიკოს გოგოობის, სიმბოლო ანგარების და მის ფონზე არარაობა "მე". სიმბოლო სხვებისგან გამორჩეულობის, მართლაც საზიზღარ ბატის ჭუკად ვგრძნობდი თავს.
მერე მეც გავფსიხდი და ისეთი საპროტესტო აქციები მოვაწყვე, ჩემი დაშოშმინების ერთადერთი საშუალება იყო ჩემი ფიზიკური მოსპობა. ხომ არ მომკლავდნენ თავიანთ შვილს და გავიმარჯვე.
ჩემების ტვინში გავაჩინე აზრი რომ მაგარი ხისთავა ვარ და არა ბუნჩულა გოგო.
მიეცით ბავშვებს თავისუფლება.
ეჰ.... ახლა ეს იმაზე მოვაყოლე რომ ამ წუთას ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს.