#49153707 · 30 Oct 2016, 15:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უკვე გადავწყვიტე პატიება მაგრამ იქნება არც უნდა რომ ვაპატიო
ასე მოხდა 10 წლიანი ურთიერთობს შემდეგ თვითონ მითხრა რომ სხვასთან დადიოდა სადაც თავს კარგად გრძნობდა, დაშორება შევთავაზე თითქოს მშვიდად (განადგურებულმა) მაგრამ მასთან ამ ურთიერთობის დამთავრება ამჯობინა
არავის ვუსურვებ ამის გამოცდას მითუმეტეს ასეთ ურთიერთობაში როგორიც ჩვენ გვქონდა, ყველაფრის მჯეროდა და მიხაროდა, არაფერი წარმომედგინა სირთულედ ცხოვრებაში, ძლიერი მეგონა ჩემი თავი, თურმე მხოლოდ მის გამო, ახლა ასე დავრჩი უჩემთავოდ და არ ვიცი რა უნდა გავაკეთო, შეუჟლებლის სურვილი მახრჩობს რომ დამავიწყდეს, გავშორდები მაგრამ არც ამაში ვხედავ აზრს, რაღამ უნდა გამაბედნიეროს არ ვიცი, ახლა ერთადერთი მახარებს რომ ჩემთან არის, ბოლომდე არ მიმაგდო, მაგრამ რატომ ისიც არ ვიცი, ვუყვარვარ? მეტი გზა არ აქვს?
ვპატობ მაგრამ მგონია მისთვის სულ ერთია, არასდროს შეაფასებს ამას ჩემ დიდსულოვნებად, უბრალოდ იქნება ჩემთან და ალბათ როცა კიდევ გამოჩნდება საშვალება ისევ გააკეთებს იგივეს
მინდა რომ ისევ ძველებურად ვენდობოდე, მაგრამ როგორ? აღარაფრის და აღარავისი მჯერა, ერთადერთი რაც ნამდვილია ჩვენ გაშემო სიკვდილია ასე მგონია, და ნამდვილის გარდა აღარაფერი მინდა .....
|