ვფიქრობ, ვფიქრობ და აი, აააზრზრზეც არა ვარ და ნეტავ იმიტომ ხომ არა, რომ 26 წლის ასაკში 17 წლის შვილი ვერ მეყოლება? =))
დიდად არც ვარ დაინტერესებული ახლა ამაზე მქონდეს მოსაზრება, როდესაც ამ რეალობის წინაშე სულ მინიმუმ 17 წელი ვერ დავდგები. =))
ვკითხულობ, ვკითხულობ პოსტებს და მეღიმება. აი,
annavita - ს მსჯელობა, მიდგომა მომწონს.
მე თვითონ თეორიული განათლება ბავშვობაში მივიღე. ვიცოდი ყველაფერი და ცოტა მეტიც. ეს ცოდნა იყო ნეიტრალური.
მაგრამ 18 წლის ვიყავი, პირველად რომ მაკოცა ბიჭმა უნებართვოდ, მომდევნო ერთი კვირა გაცოფებული, სასოწარკვეთილი და შეშინებული ვიყავი,
სტრელკებზე ვიბარებდი და ვეჩხუბებოდი. ასე მეგონა შუბლზე მეწერა რომ მე მაკოცეს.........!
შემდეგ კაი ხანი გავებუტე და კოშმარები მესიზმრებოდა, მისი სახე იყო რქიანი ეშმაკი, რომელიც ჩემს სახეში გადმოდიოდა.
დღეს საბედნიეროდ ერთად გვეცინება ამ ამბავზე, ის კი ამაყობს, რომ პირველი თვითონ იყო, ვინც მაკოცა.
(ეს ცალკე მარაზმი, პირველობის მოთხოვნილება

) ცოტათი მაინც ცუდად მახსენდება, სადღაც, რადგან ძალიან განვიცადე თავის დროზე.
ამის მიზეზი,ასაკის და ინდივიდუალური ბუნების გარდა იყო სისტემა, რომელიც ადამიანების სექსუალურ ენერგიას თრგუნავს, დანაშაულთან
აიგივებს. ფაქტიურად, ზოგჯერ ადამიანი იმ დონეზე თრგუნავს მასში ლიბიდოს, რომ გონია ის არც აქვს. რატომ თრგუნავს? იმიტომ რომ ასე გვითხრეს!
მაშინ, როდესაც სექსუალურ იმპულსებზე დგას ყველაზე ძლიერად ადამიანი და მისი ჯანსაღი რეალიზებით ადამიანი ხდება უფრო კეთილი,
უფრო ენერგიული, სასარგებლო, შემოქმედებითი.
არადა, სადღაც 13 წლის ასაკში ბავშვი ხდება ბიჭი ან გოგო, შენ დედაბუნება გეუბნება, ზიფიკურად მზად ხარ სექსისთვის.
ხოლო ჩვენი სული, გნებავს ცნობიერება, არის ამისთვის მზად? რამხელა დაპირისპირებაა ორი ბუნების, ხომ წარმოგიდგენია?
და ვისაც პრეტენზია გაქვთ, რომ ამის ჰარმონიულად თანაარსებობის სწორ გზას ფლობთ, ერთი მეც გამანდეთ.

აქ კი დიდი ჩიხია, ჯერ ერთი - მშობელი არის თუ არა მომწიფებული ან გათვითცნობერებული სათანადოდ? და თუ არის, დავუშვათ, აწვდის სწორად
ბავშვს თეორიულ ცოდნას ამაზე, მაინც გამოდის უცოდინრობა, რადგან ცოდნა მაშინაა ცოდნა, როდესაც მას შენში გამოწვავ.
დავუშვათ, სწორად განათლებული მოზარდი გადის სამყაროში, სადაც ყველაზე დიდი სიმახინჯე, გარყვნილება და მარაზმი ითვლება სიმართლედ.
დიახ, გარყვნილებაა, როდესაც გვაჯერებენ, რომ სექსი არის ხიხია ან მამაკაცის პრეროგატივა და კიდევ უამრავი რამ შეიძლება დაწერო.
და რა, გგოინია მოზარდის დრეკადი, სუფთა ცნობიერება
ყოვლისმცოდნე მშობლის დაპროექტებული ტვინით შეძლებს არ შეჭამოს ამ სიმახინჯემ?
აქ ვაბშე რეები დაიწერა, მე მეცოდინებოდა მანამდეო, თუ მომეწონებოდა ბიჭი ნებას მივცემდიო. ბავშვური და სასაცილოა ეს ყველაფერი.
საუბარი არის სექსზე, ორი ბუნების ქალურის და კაცურის ყველაზე ნამდვილს და სრულ ინტიმზე, შეერთებაზე სადაც ვერ ვხვდები რატომ უნდა
ჩაერიოს ვინმე ან ადევნოს თვალ-ყური?
კარაქიანი პურებით წაყევით ბარემ და რომ დაამთავრებენ მიაწოდეთ, უთეგენათალე, უატატატა <3
მივესალმებოდიო ეგეც დაიწერა, ვუვუზელებით გააცილეთ სასიყვარულო სარეცელის გაყოფისკენ მიმავალ გზაზე,
ცეემი ტუნტულიკები, აბა მიდი, დაიპკალიო მსოფლიო, მამმას გიჟუნა. <3
ან მისასალმებელი რატომ უნდა იყოს ან საგლოვი? დაუსვით ერთი ეს კითხვა საკუთარ თავებს?
ან რას ეძახით შეცდომას? რატომ? კითხეთ ტავებს რომ აფრქვევთ აქ სიბრძნეებს.
და ბოლოს, სექსი იმაზე მეტია, ვიდრე ტექნიკური მხარის ცოდნა, ასე ყბადაღებული "უსაფრთხოების დაცვის" ნორმები.
ამის ცოდნა ჩვენში ისედაც დევს.
აი, ვინ დაიცავს მოზარდის ცნობიერებას?
აჰ, თუმცა მთავარი ხომ ისაა საზოგადოებაში არ გამნოჩნდეს ცუდად ან დაუგეგმავი ბავშვი არ აეკიდოს, წინ ხომ "დიდი მომავალი" ელის,
ბლა ბლა ბლაააა....
მოკლედ, იმედია ჩემნაირი ჰიპერ-მგრძნობიარე არ იქნება ჩემი შვილი. ან იყოს, რავი.

მთავარია რქები ადგილზე ქონდეს.
ან მამა ყავდეს უკეთ ადაპტირებადი და მას დაემსგავსოს. უფრო ადვილად იცხოვრებს.
და იმედია აქ რომ ზოგიერთმა აზრი დაწერა, მასეთი აზრის მატარებელი მამაკაცი არ შემხვდება, მამენტ შემხვდეს, რავი, დავცილდები.