ისევ ქალაქში ზამთარი მოვა...ათი წლის შემდეგ უკვე ვიქნები ოცდათქვსმეტის.
ჩემი თექვსმეტის პიტერ პენი, რომელიც სიზმირს ბოლოს გასუქებული, მრავალშვილიანი კაპიტანი კაუჭა აღმოჩნდა. თანაც პედოფილური გაადახრებით,
რადგან ისევ ვენდი ანუ მე ვუყვარდი (თავის ჭკუაში და ილუზიებში)
მას ვერც კი წარმოუდგენია, რომ ვიღაცის არსებაში მარადიული პიტერ პენია, სხარტი და ახლადაფეთქებული. თუმცა ვიტყუები, რადგან თვითონ ვენდიმ
დავკარგე საკუთარი ჩრდილი და როდესაც ვიპოვე სავსე იყო ჭიქებით, სავსე საფერფლეებით და ექოებით, აღარ იყო ადგილი ნაკადულივით პიტერპენისა.
სანამ მე, ვენდიმ ჩრდილი დავკარგე და პიტერის კაუჭად ტრანსოფრმაცია გავაცნობიერე, შემებრალა პიტერი. შემებრალა იმდენად, რამდენადაც უნდა
შემბრალებოდა კაცი, რომელმაც ცოლად შეირთო ჯიბის ტინკერ-ბელი, მან კი მეკობრეების ხანჯლებით მოხიბლულმა...თავისი მტვერი მეკობრეთა
ხომალდსაც მიმოაბნია. შემებრალა პიტერი, რამდენადაც უნდა შემბარელობა ბავშვი, რომელმაც გაზრდა ვერ შეძლო და უკვე საკუთარ ტინკერუნებს ზრდიდა.
...და მე, ჩრდილმქრალმა ვენდიმ ყოფილპიტერს ვუთხარი სიმართლე, რომ მას ისევ მე კი არ ვუყვარდი, წამხდარი კუნძულიდან გამოქცევა უნდოდა.
იქ, სადაც მე, თავისუფალვენდი ვცხოვრობდი და მისთვის მე ვიყავი ის, ვინც ეგონა, დავაბრუნებდი ძველებურ, კუნძულისმეფე პიტერში.
პიტერი არამარტო გაკაუჭებულიყო, გონებრივად დეგრადირებულიყო და გაუჭრიდა ადეკვატურად მიღება ჩემი, ვენდის ადამიანური თანადგომის, რის
გამოც მე, ამჯერად სვანდიმ რქები გავშალე და ზედ ავისხი პიტერი. იქედან კი პირდაპირ ნიანგის ხახაში გადავუძახე? არამც და არამც! ჩამოვსვი მიწაზე, ფეხი
დავუბაკუნე, თითი დავუქნიე და თვალების ბრიალით დავუცაცხანე: "ააააბა, ახლა მოუსვი აქედან!" ვერ მოუსვა, ტლანქი იყო, ცოდოც იყო....
ამიტომაც მე მოვუსვი და წამოვედი ჩემს გზაზე. ის გამომყვა, როგორც მიტოვებული გოშია. მე, კაპასვენდი კი დრო და დრო უკან ვტრიალდებოდი და
ხელის აქნევით, ჩუმად ვაგდებდი, ვაგდებდი თავის კუნძულზე, რომელშიც სნობიზმის, ანგარების და ბოზობის კონტრაბანდული საქონელი შედიოდა "ლევადაც'' და ''პრავადაც".
მივდიოდი და მეცოდებოდა, მეცოდებოდა და თან ვხვდებოდი, რომ სინამდვილე ესაა და არა ცნობიერებაში შემონახული ლამაზი, იასამნისფერნისლიანი
სურნელებით მორთული შემთხვევები. უფრო სწორად, სინამდვილეს მრავალი სახე აქვს და ის სინამდვლე უფრო ტალახიანი, თუმცა საინტერესოა,
რომელიც ცნობიერებაში კი არ მიედინება, სიარულისას, ფეხქვეშ იგრძნობა - მიწა, ხორცი.
რა არარომანტიულად ვწერ
მე კი, ყოფილვენდი, უფრო ზუსტად ქალვენდი, ჩემს საკუთარ ასი და ათასი წლის შემდეგში ვ,ვარსებობ ვ,უსასრულობ ვ,ერთმთლიანობ <3
This post has been edited by Estrella on 6 Dec 2016, 01:38