lovelock185 უკვე მაქსიმუმზეა 30 წლის ადამიანისთვის - ანუ მოკლე და ინტესნიური ინტერვალებისთვის კარგია - მაგრამ 30 წუთი?
სწრაფად სირბილს რა ტემპს ეძახი? თუ ამ 30 წუთში 5კ-ს დარბიხარ, ე.ი. კილომეტრი 6 წუთი.
ვარჯიშზეა თემა - დღეს წავედი ქარში და წვიმაში საღამოს 8:30 ჯიმში ველოთი, რომ მივედი აღმოვაჩინე რომ ბოქლომი დარმჩა. დავბრუნდი უკან, ავიღე ბოქლომი და წავედი ჯიმში. ჯიმი ახლოსაა, 2.5 კმ-ში, მაგრამ მაინც დასაზარია ღამე წვიმაში ველო ზედმეტი ველო რაუნდები. თან ბოლომდე სველი ვიყავი, არც მად გარდები მაქვს, ასე რომ ტალახში ამოსვრილიც.
მაგრამ რომ მივედი ჯიმში, ისეთ ენერგიაზე ვიყავი რომ ძალიან დიდი ხანი არ ვყოფილვარ. წონები თითქოს ერთი 20 კილოთი მჩატე იყო და პულ აპ ბარზე დავფრინავდი. თითქოს სხვა გრავიტაციულ ზონაში მოვხვდი.

არის ხოლმე, ხანდახან, რაღაც ფაქტორების თანხვედრა, რომელიც რატომღაც ძალიან დიდ პერფორმანს ბუსტს იძლევა. დღეს ესეთი დღე იყო.