ერთი აღმოსავლეთ ევროპელი ძმაკაცი მყავს, ტო ესტ კარგი ნაცნობი. ამ ბიჭს მაგრად მოსწონს ქართველი გოგოები და მაგის გამოც ლამის ნახევრად საქართველოშია გადმოსახლებული. არადა, პირველად რომ ჩამოვიდა, ამბობდა, შემდეგზე რამდენიმე წლის მერე ჩამოვალო, მაგრამ ახლა წელიწადში ხუთჯერ ჩამოდის. ხან ერთ გოგოს დასდევს, ხან მეორეს, ჯერჯერობით ვერავინ შეაბა, მაგრამ ჯიუტად აგრძელებს თავისას. ერთი გოგო ვინც ძალიან მოსწონდა, თურქზე გათხოვდა

ნუ, ეს ტიპი როცა ქართველ გოგოებზე ლაპარაკობს, უნდა ნახოთ როგორ აქებთ და რა დღეშია. ქება რასაც დავაკვირდი, გამოიხატება შემდეგში: ქართველი გოგოები არიან ფემინურები, ევროპელი გოგოები კაცებივით იქცევიანო, ანუ მოსწონს მეოჯახე, ერთგული ქალები, ქმარზე და შვილებზე ორიენტირებულები, კონსერვატიული აზროვნების და ასე შემდეგ, ამას ეძახის ფემინურობას. ასევე აზროვნება მოსწონს გოგოების, ქცევები, კიდევ მუსიკალურობა და ვიზუალიც. ფბ-ზეც დავაკვირდი, ვინმე გოგო ეკლესიიდან სურათს რომ დადებს, ან რამე რელიგიურ-კონსერვატიულ ღლეობას რომ დაწერს, გამწარებული ულაიქებს (ისწავლა ამასობაში ქართულიც მეტ-ნაკლებად). საინტერესო ისაა ამ ისტორიაში, რომ ეს ტიპი სანამ საქართველოში ჩამოვიდოდა, ძალიან ლამაზი, ჩრდილოევროპელი გელფრენდი ჰყავდა და მიატოვა ის გოგო.
ხოდა, რაზე მოვყევი ეს - წეღან ფბ-ზე ვნახე, მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე ცოლად გაჰყოლია ვიღაც ბულგარელ პროდიუსერს - მაღალ, სიმპატიურ, ავსტრიაში გაზრდილ, ასე თუ ისე ცნობილ და ფულიან ტიპს, ევროვიზიაზე გაუცვნია ფოტოებზე იავნად ეტყობათ, რომ ორივე ძალიან ბედნიერები და შეყვარებულები არიან. ახლა ეს თაკო ლამაზი და ნიჭიერი გოგო კი არის, მაგრამ იმ პროდიუსერმა, რომელსაც მილიონობით ულამაზესი გოგო უნახავს, იმ ევროვიზიაზე მაინცდამაინც თაკო რატომ გამოარჩია. ხოდა, ვნახე თაკოსთან ინტერვიუ და რაღაცეები გაიასნდა - პირველად რომ მომწერაო, არ ვუპასუხე და საერთოდ ვაიგნორებდიო (თავი დაუფასა

), რა აღარ სცადაო, რომ დამკონტაქტებოდა და რომ არაფერი გამოუვიდა, მერე მომატყუა, სიმღერა უნდა დაგიწერო და შემხვდიო :დდ ახლა ეს თაკო მომღერალი კი არის, მაგრამ როგორი ტიპაჟია - აი, ფორუმზე მაყვალას რომ ვეძახით - კონსერვატიული აზროვნების, ძალიან პატიოსანს რომ აწვება, ძალიან მორწმუნე, სულ ლოცვა-მარხვებშია, ჯერ ახლა ჰქონდა ქორწილი და უკვე ბავშვების გაჩენაზე ლაპარაკობს, დიდი მნიშვნელობა აქვს მისთვის ოჯახს, ნათესაობას, ტრადიციებს. ხოდა, ვეჭვობ რომ სწორედ მაგიტომაც მოინდომა მაგ ტიპმა ამ გოგოს ცოლად შერთვა.
კიდევ მყავს ერთი ნაცნობი ქალი, ლამაზი ქალია და ისიც ძალიან სიმპატიურ ამერიკელ ტიპზეა გათხოვილი, ახალგაზრდა მამრზე, შვილებიც ჰყავთ და იმაზეც სულ მიკვირს, ის სიმპატიური მასტი ამ კონსერვატიულ, ტრადიციულ, დაჟე, ჰომოფობ ქალთან რა საერთოს ნახულობს, მაგრამ ფაქტია, ძალიან ბედნიერები არიან.
საბოლოოდ, მივედი იმ დასკვნამდე, რომ ასეთი ტიპაჟის ქალი კაცებს ცოლად მოსწონთ მთელს მსოფლიოში. ნუ, ქართველებს ხომ მოსწონთ და მოსწონთ - ახლა რაც არ უნდა დაიწეროს აქ ბიჭებისგან, ვისაც გოგოები არ აძლევენ, რომ არ მოგვწონსო, ხომ ვიცით, რომ რეალობა სხვაა - ქართველებს ცოლად ყოველთვის ასეთი ქალი უნდათ და საერთოდ არა, თავისუფალი ქცევების, მეტიც, ბევრს არაქალიშვილიც არ უნდა.
პროსტა, ადრე ავდექი, ვფიქრობდი ჩემთვის და შემოვედი და დავწერე. უკაცრავად, თუ ბოლო გვერდების თემატიკაში ვერ ჩავჯექი.
ესეც ჩვენი თაკო და მისი ქმარი.