შესაფერისობაში ალბათ, პირველ რიგში სოციალური სტატუსი იგულისხმება.
ვის რა განათლება აქვს,
ვის რა თანამდებობა/პოზიცია უკავია,
ვინ რა ოჯახიშვილია,
ვის რა საახლობლო და სანათესაო წრე ჰყავს,
ვის რა შემოსავალი აქვს,
ვის როგორი ვიზუალი აქვს,
ვინ როგორი მოვლილია,
ვის როგორი დამოკიდებულება აქვს სხვადასხვა მოვლენებისა თუ ფაქტორების მიმართ,
ვის როგორი პოლიტიკური შეხედულებები აქვს,
ვინ ქვრივია,
ვის რამდენი ცოლი/ქმარი ჰყავდა,
ვის რამდენი შვილი ჰყავს წინა ქორწინებ(ებ)იდან,
ვის არ ჰყავს შვილი მიუხედავად რამდენიმე ქორწინებისა,
ვინ ვისზე რამდენი წლითაა უფროსი/უმცროსი,
ვინ რა უძრავ-მოძრავი ქონების მფლობელია,
ვის რა შინაური ცხოველი ჰყავს (ძვირიანი თუ იაფიანი),
ვინ სად არის ნამყოფი,
ვის როგორი კრიმინალური (და არა მარტო) წარსული აქვს,
ვის როგორი რეპუტაცია აქვს საზოგადოებასა და სამეზობლო-სანათესაოში (პროპკის ან იმნაირის სახელით ხომ არ არის ცნობილი)
და ა.შ.
ჩამონათვალის ძალიან დაგრძელება შეიძლება, მაგრამ ესეც საკმარისია შესაფერისობის დასადგენად.
ისეკი, ყველა მეტნაკლებად თავის შესაფერისზე უნდა დაქორწინდეს, თორემ ყველაზე რთული ემოციური თანხვედრაა მკვეთრი შეუსაბამობების პირობებში, კომპლექსებმა შეიძლება გასაქანი არ მისცეს ადამიანს, რომ ნორმალურად იცხოვროს და შეირგოს, ის რაც წილად ხვდა.
მოკლედ, რაა. ძაან რთულია ცხოვრება ამიდედავატირე